ავტორი:

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (პირველი თავი)

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (პირველი თავი)

AMBEBI.GE და gudabooks.ge იწყებენ ერთობლივ პროექტს და ჩვენს მკითხველს ერთად ვთავაზობთ მსოფლიო ლიტერატურის შედევრების აუდიო-ვერსიას. პირველი, რასაც მკითხველს შევთავაზებთ, არის - "ოსტატი და მარგარიტა" მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანი.

ორ დღეში ერთხელ AMBEBI.GE-ზე განთავსდება რომანის ახალი თავის აუდიო-ვერსია, რომლის მოსმენასაც ჩვენი მკითხელი უფასოდ შეძლებს!

ამ რომანის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის მისთვის საინტერესოს: სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს, რომ ხელოვნების რაობაზე დაფიქრება და ამაღლებულ სიყვარულთან ზიარება მოგვიწევს;

„წიგნი წიგნში“ – ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იეშუას (იესოს) ურთიერთობაზე – სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ჭიდილს კიდევ ერთხელ დაგვანახვებს; რომანის მესამე შრე – ეშმაკი ვოლანდისა და მისი ამალის თავგადასავალი კი ჯადოქრობისა და მისნობის ასევე ოდინდელ თემებს ავითარებს. ამგვარად, თქვენ წინაშეა მარადიული წიგნი მარადიულ საკითხებზე.

"გამომცემლობა პალიტრა L". 2016 წელი; მთარგმნელი გივი კიკილაშვილი; კითხულობს ვარლამ კორშია

მოისმინეთ რომანის შემდეგი თავი

ნახეთ და ჩამოტვირთეთ "ოსტატი და მარგარიტა" სრულად www.gudabooks.ge-დან

12 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ ბევრი თვითიზოლაციის პერიოდში

TOP 5 ბესტსელერი აუდიოწიგნი, რომელსაც უნდა მოუსმინო, სანამ სახლში ხარ

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (პირველი თავი, ნაწილი მეორე)