ავტორი:

12 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ ბევრი თვითიზოლაციის პერიოდში

12 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ ბევრი თვითიზოლაციის პერიოდში

წიგნების კითხვა რომ კარგია, ყველამ ვიცით. საზოგადოების დიდ ნაწილს რომ სახლში ყოფნა გვიწევს და ისიც არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება ასე, ეს სამწუხარო რეალობაც ყველამ კარგად გავიაზრეთ და ალბათ, უკვე მოვიფიქრეთ ის საინტერესო აქტივობებიც, რომელიც სახლში დროის სასიამოვნოდ გატარებაში გვეხმარება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში კითხვა ერთ–ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც სახლში შეგვიძლია ვაკეთოთ. მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ კითხვა მრავალმხრივ სასარგებლო პროცესია. Businessinsider წერს, რომ კითხვის დროს არა მხოლოდ მეხსიერებას ვიუმჯობესებთ, არამედ მეტი ემპათიითა და პოზიტივით ვივსებით. გარდა ამისა, აღნიშნული წყარო გვთავაზობს 12 მიზეზს, რატომ უნდა ვიკითხოთ ბევრი.

კითხვა აძლიერებს ტვინს

  • · კითხვა ტვინში არსებულ ნერვულ დაბოლოებებს სიცოცხლისუნარიანობას მატებს.
  • · რთული ნაწარმოებების კითხვა ტვინს ეხმარება დარჩეს ელასტიკური და აქტიური.
  • · ტვინის ხშირი გავარჯიშება კითხვით ამცირებს მენტალური დარღვევების შემთხვევებს. დადასტურებულია, რომ უფროს ასაკში ეს მაჩვენებელი 32%–ია.
  • · როდესაც წიგნს კითხულობთ, თქვენი მეხსიერება ვარჯიშდება და ფართოვდება. ამ დროს თქვენ იმახსოვრებთ ბევრ საინტერესო ისტორიას, სცენარს, პერსონაჟს. თითეული ახალი წიგნი და ახალი პერსონაჟი თქვენს ტვინში წარმოადგენს ე.წ. ახალ მეხსიერებას, რომელიც ქმნის ახალ სინაფსს ანუ ნეირონების კონტაქტის ადგილს და აძლიერებს უკვე არსებულებს. შედეგად უმჯობესდება მეხისერება და გახსენების უნარი.

კითხვა აუმჯობესებს ჯანმრთელობას

  • · კვლევამ აჩვენა, რომ მენტალური პრობლემების მქონე დეპრესიული პაციენტების მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდებოდა, როდესაც მათ ხმამაღლა რეგულარულად უკითხავდნენ. მათი გუნება–განწყობა და გარემოს მიმართ დამოკიდებულება ნეგატიურიდან პოზიტიურისკენ უმჯობესდება.
  • · დეპრესიის დროს მნიშვნელოვანია წიგნების სწორად შერჩევაც. ნაწარმოებებს, რომელიც თვითგადარჩენაზეა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად პოზიტიური ეფექტი აქვთ.
  • · კვლევებით დადასტურებულია, რომ კითხვა 68%–ით ამცირებს სტრესს.
  • · უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც ხშრად კითხულობენ, 2,5–ჯერ ნაკლებად არიან მიდრეკილი ალცჰაიმერისკენ.
  • · ძალიან სასარგებლოა ძილისწინა რუტინაში წიგნის კითხვის ჩართვა. კითხვის დაწყება სხეულისთვის ხდება სიგნალი, რომ ძილისთვის მოემზადოს. თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ შემთხვევაში ეფექტური მხოლოდ ფიზიკური წიგნების კითხვაა. გაჯეტებში კითხვას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

კითხვა ბავშვების ტვინისთვის

  • · ბავშვებს, რომლებიც ბევრს კითხულობენ, კარგად უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა, დასაბუთებული მსჯელობა, მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენა, სხვადასხვა სცენარის ლოგიკური განვითარება.
  • · არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ ბავშვები, რომლებმაც სკოლამდე ასაკში ისწავლეს კითხვა, უფრო ბევრ წარმატებას მიაღწიეს სკოლაში.
  • · წიგნის კითხვით ბავშვებს სიტყვის მარაგი 50%–ით უფრო უმდიდრდებათ, ვიდრე ტელევიზორის ყურებით.
  • დარჩით სახლში და წაიკითხეთ წიგნები. მათი შეძენა კი „ბიბლუსის“ ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ და შენაძენს კურიერი სახლში მოგიტანთ.

TOP 5 ბესტსელერი აუდიოწიგნი, რომელსაც უნდა მოუსმინო, სანამ სახლში ხარ

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (თავი მეორე)

5 თინეიჯერული აუდიოწიგნი, რომელიც, თვითიზოლაციის პერიოდში, დროსა და სივრცეში გამოგზაურებთ