ავტორი:

კორონავირუსის პანდემიის დროს წვერის ტარება სასურველი არ არის - ინფექციონისტის რეკომენდაცია კაცებს

კორონავირუსის პანდემიის დროს წვერის ტარება სასურველი არ არის - ინფექციონისტის რეკომენდაცია კაცებს

ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც მამაკაცებისთვის გრძელი წვერის ტარება ე.წ. ლამბერსექსუალობა მოდური გახდა, სამედიცინო გამოცემები წერდნენ, რომ მოუვლელი წვერი შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების წყარო გახდეს. რისკებს შორის ასახელებდნენ ტკიპას, რომელიც კანში ჩაჯდომის შემთხვევაში შეიძლება ფატალურიც კი აღმოჩნდეს.

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, უცხოურ გამოცემებში ხშირად წერენ, რომ წვერის ტარება ვირუსის არსებობის პერიოდში სასურველი არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინელი ექიმები ერთ-ერთი პირველები იყვნენ და თმა გადაიპარსეს იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შეემცირებინათ. თავდაპირველად მსგავსი რამ ერთმა მედიკოსმა გააკეთა და შემდეგ მას ბევრმა მიბაძა.

ჩინელი ექიმების თქმით, თმა მარტივად იზიდავს ვირუსებს და მის გავრცელებას უწყობს ხელს, ამიტომ უმჯობესია, თუ ასეთ რთულ ვითარებში მას საერთოდ გადაიპარსავენ.

AMBEBI.GE-ს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა მცდელობა ქართველ ექიმებთან და ეპიდემიოლოგებთან გადაემოწმებინა, არის თუ არა საჭირო წვერის გაპარსვა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თუმცა ქართველი სპეციალისტებისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

ამჯერად, ექიმმა-ინფექციონისტმა მაია ზალდასტანიშვილმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ეპიდემიის დროს დიდი წვერის ტარება სასურველი არ არის.

"რეკომენდირებული არ არის, რადგა თმებში დიდხანს რჩება ვირუსი. ჩინეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ თმებიც კი გადაიპარსეს და აქაც უმჯობესია წვერიც დაიმოკლონ.

მთავარი რეკომენდაცია მაინც სახლში დარჩენააა და მეუხერხულება, მაგრამ აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა და ყოველდღიურად შხაპის მიღება. წვერს სრულიად თუ არ მოიპარსავენ, დაიმოკლონ ან განსაკუთრებულად დაიცვან ჰიგიენის ნორმები.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირბადის ტარება ასევე მოუხერხებელია გრძელი წვერის ტარებისას, რადგან წვერზე მოხვედრილმა შხეფმა, პირბადეც შეიძლება დააბინძუროს. თუმცა, აქვე განვმარტავ, რომ პირბადე უნდა გაიკეთოს დავირუსებულმა ადამიანმა ან მათ ვინც ვირუსით დაავადებულს უვლის" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ინფექციონისტმა.

საქართველოში კორონავირუსისგან მე-16 პაციენტი გამოჯანმრთელდა

"ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე, შეიძლება ეს უმართავ პროცესებში გადავიდეს" - ამირან გამყრელიძე

"დადგენილი არ არის 3 შემთხვევის პირველწყარო - უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი" - ამირან გამყრელიძე