ავტორი:

"უცნაური იქნებოდა, სასულიერო პირი ავად იყოს და არ გვცოდნოდა" - ანდრია ჯაღმაიძე

"უცნაური იქნებოდა, სასულიერო პირი ავად იყოს და არ გვცოდნოდა" - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოში არ ფლობენ ინფორმაციას რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მღვდელმსახურთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, სასულიერო პირი რომ ყოფილიყო, მათ ეცოდინებოდათ.

"არ გვაქვს ჩვენ ასეთი ინფორმაცია, საიდანაც გაიგეთ, სჯობს იქ გადაამოწმოთ. სასულიერო პირი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ ჩვენ გვეცოდინებოდა. არ მოსულა ჩვენამდე მსგავსი ინფორმაცია. უცნაური იქნებოდა, რომ სასულიერო პირი ავად იყოს და არ გვცოდნოდა, თუმცა, გამორიცხულიც არაა, რომ არ გვცოდნოდა. მაგრამ ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ერთადერთი ადამიანი ამბობს ამას," - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში, რუსთავისა და მარნეულის ეპარქიაში ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ნუ და­ე­მუქ­რე­ბით ბავ­შვებს: თუ ხელს არ და­ი­ბან, კო­რო­ნა და­გე­მარ­თე­ბა..." - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს, როგორ ესაუბრონ შვილებს COVID-19-ზე

სწრაფი ტესტების საშუალებით მარნეულში 15 000, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა - როგორია შედეგები?

ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ