ავტორი:

"თქვენ მაძლევთ გარანტიას, რომ არ გჭირთ კორონავირუსი და მე არ მაავადებთ?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტს

"თქვენ მაძლევთ გარანტიას, რომ არ გჭირთ კორონავირუსი და მე არ მაავადებთ?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტს

თქვენ მაძლევთ გარანტიას, რომ თქვენ არ გჭირთ კორონავირუსი და მე არ მაავადებთ? - ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, იძლევა თუ არა საპატრიარქო იმის გარანტიას, რომ წირვა-ლოცვებზე მრევლის დასწრების შემთხვევაში არ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აიღებს თუ არა საპატრიარქო პასუხისმგებლობას ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ მისი უსაფრთხოებაც არაა დაცული, ვინაიდან ჟურნალისტი ნიღბის გარეშე ესაუბრება.

"თქვენ მაძლევთ გარანტიას, რომ თქვენ არ გჭირთ კორონავირუსი და მე არ მაავადებთ? ნახეთ, მელაპარაკებით უნიღბოდ. მე გეკითხებით, თქვენ თუ გაქვთ გარანტია, რომ მე დაცული ვარ, როდესაც ასე ახლო დისტანციიდან მესაუბრებით?

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც ყველანი ადრე თუ გვიან მოვიხდით. მთავარი არის, რომ ჩვენ დისტანციის დაცვით გავუფრთილდეთ იმას, რომ ერთბაშად არ მოხდეს აფეთქება. ჩვენ დისტანციას ვიცავთ, თქვენ არა“, - მიმართა დეკანოზმა ჟურნალისტს.

"ვინც ეს მოუგონა ამ შეუდარებელ მომღერალს, მაგათ ჯინაზე დიდხანს იცოცხლებს" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"აქტიურად ვმუშაობთ "ფაიზერის” და "ასტრაზენეკას” ვაქცინების შემოტანაზე" -  ამირან გამყრელიძე

აფხაზეთში აცხადებენ, რომ "წვიმა მოვიდა და ამ დროისთვის ხანძარი ყველა კერაზე ჩამქრალია“