ავტორი:

"სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, თენგიზ ცერცვაძემ თავისი სახსრებით უყიდა" - რას წერს ინფექციურში მყოფი მოხუცის შვილიშვილი

"სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, თენგიზ ცერცვაძემ თავისი სახსრებით უყიდა" - რას წერს ინფექციურში მყოფი მოხუცის შვილიშვილი

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მოხუცის შვილიშვილი "ფეისბუქზე" თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ ინფექციურში, ბატონი თენგიზ ცერცვაძე წავიდა თავისით და თავის სახსრებით უყიდა... და ასე უვლის ყველა თავის პაციენტს, თითქოს ერთადერთი იყოს თითოეული მათგანი. ჩემთვის ეს კაცი არის ქართული ღირებულებების ზეიმი...

ბავშობაში რომ ჩვენს ბაბუებს და ბებიებს ქონდათ და მერე, რომ გვეგონა დავკარგეთ, იმ ღირებულებების.არასდროს არ მეყოფა სიტყვები ჩემი პატივისცემის გამოსახატად" - წერს ელენე ღლონტი.

ცნობისთვის,

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 75-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.

დაინფიცირებულებიდან 32 ადამიანი მკურნალობას სწორედ ინფექციურ საავადმყოფოში გადის. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული პაციენტებიდან 10 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

"ფოტოები დღევანდელი წირვიდან" - რა ფოტოების აქვეყნებს სამების არქიმანდრიტი

"რისკ-ჯგუფში არ იყო, უბრალოდ არ გაუმართლა" - რას წერს პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი COVID-19-ით გარდაცვლილ 16 წლის გოგოზე

"ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ - გევედრებით..." - რა მიმართვას უგზავნის გიგი უგულავა პატრიარქს ციხიდან