ავტორი:

"დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით" - მარინა ეზუგბაია განახლებული მონაცემებით

"დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით" - მარინა ეზუგბაია განახლებული მონაცემებით

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აღნიშნულ 3 პაციენტს პირველი ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დღეს კი განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ.

„10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და პერიოდულად, დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით მიდის პაციენტების მონიტორინგი. როცა მათ გამოჯანმრთელებას ველით, მათ კვლევას ვიწყებთ pcr ტესტირების სახით. ასეთი ტესტირება გუშინ ჩატარებული იყო 3 პაციენტთან და იყო უარყოფითი პასუხი, ჩვენ ახლა ველოდებით 24 საათის გასვლის შემდეგ განმეორებით ტესტირებას, რის შედეგებსაც მოგახსენებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეოთხე პაციენტის მძიმე მდგომარებას განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია და თანარსებული დაავადება.

რამდენიმე დღეა ჩვენ გვყავს 3 მძიმე პაციენტი. გუშინ დაგვემატა 1 მძიმე ახალი პაციენტი. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია, თავის სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გუშინდელს მერე მდგომარეობის პროგრესიება არ ყოფილა ამ პირთან, სტაბილური სიტუაციაა და ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდა და მდგომაროება სტაბილური თუ დაგვრჩება, იმედია, რომ გამოსავალიც კეთილსაიმედო უნდა იყოს.

დანარჩენი სამ პაციენტს რაც შეეხება - ერთი ქალბატონი, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა სტაბილურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიმძიმის პერიოდი გადაილახა და გამოსავალი უკვე კეთილსაიმედო უნდა იყოს. დანარჩენი ორი პაციენტიდან, ერთი ასაკოვანი ქალბატონია, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თანარსებული დაავადებისა, ეს არის გულის უკმარისობა და მძიმე ნევროლოგიური დაავადება, გამოვლინდა სეფსისის კლინიკა, ჯერჯერობით ამ ქალბატონთან მძიმე მდგომარეობა რჩება, ასეთი მკვეთრი გაუარესება არ შეიმჩნევა გუშინდელიდან დღემდე, მაგრამ მაინც სერიოზულია და გამოსავალზე ვერ ვილაპარაკებთ, როგორი იქნება და მესამე მძიმე ავადმყოფი, ეს არის თანარსებული დაავადებით - დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია ამ პაციენტთანაც ჯერჯერობით დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს, მეორის კი ამერიკას უკავშირდება.

„ერთის ისტორია საფრანგეთისაა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ზუსტად მე-13 დღეს მოხდა მასთან დაავადების დადასტურება, მეორე პაციენტი ეს არის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი. ეს პაციენტიც იყო თვითიზოლაციაში და დაავადების გამოვლენიდან მეორე დღეს მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. მეორე პაციენტი ამერიკული კლასტერია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მიისვე თქმით, გუშინდელი დილის მონაცემებს 5 ახალი შემთხვევა დაემატა, დღეს დილით 77 შემთხვევა გვაქვს.

„აქედან 34 პაციენტი ჩვენთან არის მოთავსებული, 10 გაწერილია, დანარჩენი 33 განთავსებულია 5 მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ 5 მიმღებ კლინიკას კიდევ დაემატა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ორი ჩვენს ცენტრში, 2 ახალი შემთხვევა დაემატა ჩვენს ცენტრს. ჩვენი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ამერიკის ისტორიის კონტაქტია ჩვენს პაციენტთან დაფიქსირებული“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

"დამეწყო სახსრების ტკივილით, არც სურდო მქონდა, არც მახველებდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული, რომელიც ინფექციურში დედასთან და შვილებთან ერთად მკურნალობს

"ირლანდია უშვებს ტესტს, რომლითაც 15 წუთში დგინდება კორონავირუსი... უმუშევრად დარჩენილებს აქ დახმარება ენიშნებათ" - რას ყვება ქართველი ემიგრანტი

28 მარტამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია წვიმა