ავტორი:

ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა

ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა

მიკრობიოლოგიის ესპანელი ექსპერტების განცხადებით, კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები, რომლებიც ქვეყანამ ჩინეთიდან იყიდა, სრული სიზუსტით ვერ ადგენს, ან შეცდომით ავლენს კორონავირუსის შემთხვევებს და რომ ტესტები, არ იძლევა სწორ პასუხებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El País წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინური სწრაფი ტესტები შედეგს რამდენიმე წუთში აჩვენებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს შედეგი ზუსტი არ არის. ესპანეთის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის საზოგადოება ამ ტესტების გამოყენის რეკომენდაციას არ იძლევა - წერს გამოცემა.

ესპანეთში ჩინეთის საელჩომ ოფიციალურ "ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სამედიცინო საშუალებები, რომლებსაც ჩინეთი სხვა ქვეყნებს უგზავნის, არ შეიცავდა Bioeasy-ის პროდუქტებს.

საელჩოს განცხადებით, ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა მისცა ესპანეთს მწარმოებლების სია, რომელშიც Bioeasy არ იყო. ასევე განმარტავენ, რომ აღნიშნულ კომპანიას არ აქვს ლიცენზია ჩინეთის ეროვნული სამედიცინო ადმინისტრაციის მიერ, რომ თავისი პროდუქტი გაყიდოს.

Respecto a la información publicada recientemente por algunos medios españoles sobre los test rápidos de #COVID2019 comprados por #España a #China, informamos de lo siguiente 👇
— Embajada de China en España (@ChinaEmbEsp) March 26, 2020

ესპანეთის ჯანმრთელობისა და საგანგებო სიტუაციების სააკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ფერნანდო სიმონი აბობს, რომ შემოწმდა 9 000 ტესტი და აღმოჩნდა, რომ შედეგები საკმარისად თანმიმდევრული არ იყო, ამიტომ ესპანეთმა მათი უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

ესპანეთმა 640 000 სწრაფი ტესტი ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ორშაბათს მიიღო და უცნობია, თუ მათგან რამდენი ეკუთვნის მწარმოებელ Bioeasy-სს.

აღსანიშნავია, რომ ჩინური ტესტების არაეფექტურობაზე საუბრობენ ჩეხი ექიმებიც, თუმცა, რომელი მწარმოებლის ტესტები შეიძინეს მათ, ცნობილი არ არის.

Business Insider კი იუწყება, რომ ესპანეთის მიერ დაწუნებული ტესტების მწარმოებელია ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bioeasy და ამ კომპანიისგან ტესტები ესპანეთის გარდა სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის საქართველომაც შეიძინეს.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტები სავარაუდოდ, ზუსტ პასუხს არ იძლევა.

მინისტრის თქმით, საქართველოს დადებული ჰქონდა ხელშეკრულება კომპანია Bioeasy-თან, თუმცა დღეის მდგომარეობით ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ არსებობს და ათასი ტესტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უკეთდებათ, PCR ტექნოლოგიაზე (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) დაფუძნებული მაღალი სანდოობის ტესტებია.

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის 215 000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ჩინურ სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია Shenzhen Bioseasy-სთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომლის თანახმადაც 1 ცალი სწრაფი ტესტის ღირებულება ხუთნახევარ დოლარს შეადგენდა.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის შვილს "გურული დღიურების ფონდი" სტიპენდიას დაუნიშნავს

"გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს..." - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსისგან მე-16 პაციენტი გამოჯანმრთელდა