ავტორი:

აშშ კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა - "ნიუ-იორკი მომავალი იტალიაა"

აშშ კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა - "ნიუ-იორკი მომავალი იტალიაა"

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული უახლესი მონაცემების თანახმად, აშშ-მა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო. შესაბამისად, აშშ მსოფლიოში ვირუსის 82 404 შემთხვევით პირველ ადგილზეა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჩინეთში ახალი კორონავირუსის 81 782 შემთხვევაა დაფიქსირებული და იტალიაში 80 589.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიხედვით, კალიფორნია მომავალი ნიუ-იორკია, ნიუ-იორკი კი - მომავალი იტალია, - ამის შესახებ ლოს-ანჯელესის მერმა ერიკ გარსეტიმ განაცხადა.

„კალიფორნია მომავალი ნიუ-იორკია, ნიუ-იორკი მომავალი იტალია, იტალია - ირანი, ირანი - ჩინეთი. ამ ვირუსისთვის სულ ერთია, სად ცხოვრობ, შემდეგი შენ ხარ," - განაცხადა ერიკ გარსეტიმ „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, თუ მანამდე დაავადებულთა რაოდენობა 3-4 დღეში ორმაგდებოდა, ახლა ეს პერიოდი 2 დღემდეა შემცირებული. „და თუ ეს ტემპი გაგრძელდება, მალე დავეწევით ნიუ-იორკს“.

„ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა. ესენი ჩვენი მეზობლები, ახლობლები, ჩვენი ოჯახის წევრები არიან,“ - განაცხადა მერმა.

ნომერ პირველი, თქვენ არ იცით, რა რიცხვია ჩინეთში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ აშშ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით ჩინეთს ასწრებს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის კორონავირუსის შესახებ ხუთშაბათს ღამით ისაუბრებს ჩინეთის პრეზიდენტთან.

ასევე მან დაამატა, რომ ადმინისტრაციას არ სჯერა ჩინეთიდან გამოსული ყველა მონაცემის.

ასევე ტრამპმა კორონავირუსით დაინფიცირების გამოვლენილი, გაზრდილი მაჩვენებლის შეფასებისას თქვა, "ვფიქრობ, ეს ჩვენი ტესტის სისტემის დამსახურებაა."

”დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერ მეტყვით, თუ რა ტესტირებას აკეთებს ან არ აკეთებს ჩინეთი", - დასძინა მან.

აშშ-ში Covid-19-ით 1100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა აღრიცხულმა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი კი ნაწილობრივ ან სრულ იზოლაციაში იმყოფება.

ამ დროისთვის, worldometers-ზე 532 263 შემთხვევაა აღრიცხული. ამავე მონაცემებით, გარდაცვლილია 24 090 ადამიანი, ხოლო 124 349 გამოჯანმრთელდა.

მადრიდის "რეალის" სტადიონი, "სანტიაგო ბერნაბეუ" სამედიცინო ცენტრად გადაკეთდება

რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?

სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა