ავტორი:

გაუმჯობესდა მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც პნევმონია და სეფსისი აქვს

გაუმჯობესდა მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც პნევმონია და სეფსისი აქვს

მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და ასევე სეფსისი აქვს, გაუმჯობესდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი კორონავირუსით დაინფიცირებული 80 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და ასევე სეფსისი აქვს, გაუმჯობესდა.

როგორც ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მათ კლინიკაში ამჟამად 84 პაციენტია მოთავსებული.

"დღისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 84 პაციენტი, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათ შორის, შედარებით გაუმჯობესდა იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან იყო გადმოყვანილი ორმხრივი პნევმონიითა და სეპტიური შოკით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, განსაზღვრული პარამეტრები გაუმჯობესდა კიდეც.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს, ჩვენთან გუშინ გაკეთდა 13 ტესტი, 13-ვე ნეგატიური პასუხი მოვიდა, დღეს კიდევ 7-ს გავტესტავთ.

რამდენიმე პაციენტს საკარანტინო ვადა გაუვიდა, რამდენიმე კარატინში გადაგვყავს, იმიტომ მათი კლინიკური ნიშნები ამის საშუალებას გვაძლევს", - განაცხადა გოფოძემ.

ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის შვილს "გურული დღიურების ფონდი" სტიპენდიას დაუნიშნავს

"გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს..." - ამირან გამყრელიძე