ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„როგორც იცით, ქვეყანაში იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 იყო ჩვენი. ამ 15 ადამიანს დაემატება ორი და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში, ჯამში კი 18. გაგიხარდებათ, 17 გამოჯანმრთელებულიდან ორი ბავშვია. 5 ბავშვი, რომელიც ჩვენთან იყო მოთავსებული, მათგან ერთმა კლინიკა დატოვა და სულ გამოგვივა, რომ 5 ბავშვიდან ორი გამოჯანმრთელებული ბინაზე გადავა და სამი დარჩება. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება “, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან არცერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არ იმყოფება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მის კლინიკაში გუშინ სულ 14 ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანზე პასუხი ნეგატიური იყო.

„დღეის მდგომარეობით ქვეყანაში დადასტურებული გვაქვს 90 შემთხვევა გუშინდელს შემდეგ დაგვემატა 5. ამ 5-დან ჩვენს ცენტრში არცერთი არაა. ჩვენთან გუშინ გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტირება. თოთხმეტივე იყო უარყოფითი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლის, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და ვირუსის პირველწყარო დადგენილი არ არის.

მისივე ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის.

"თავდაპირველად იყო ერთი პაციენტი და დაემატა ხუთი. ამ ერთზე დადასტურებული იყო ვირუსი. არცერთი არ არის სამხედრო პირი. ექვსივე არის სამოქალაქო. ეს არის ჯგუფი, რომელსაც სამსახურებრივი რაღაც დამოკიდებულება აქვთ. ეს კონტაქტებია, მაგრამ პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს. არ არის ბოლომდე დადასტურებული პირველწყარო. ასე რომ, კატეგორიულად ვერ ვიტყვით აქ რა სიტუაციაა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი ეს ექვსივე პაციენტი, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. მეთვალყურეობა გრძელდება და ალბათ, გამოსავალი არ უნდა იყოს სერიოზული. ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობაა და ვნახოთ დინამიკაში რა სიტუაცია იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4695 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231.

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება - ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში COVID 19-ის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1 030 ახალი ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 32 801 ტესტის შედეგები

"მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო" - ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო