ავტორი:

"მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო" - ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო

"მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო"  - ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო

ცნობილმა ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "პირველ ხაზში" მსახიობ ნინუცა მაყაშვილის აღიარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წლების წინ, ყოფილი მეუღლისგან ისიც იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც, რვა თვის შვილთან ერთად, სახლიდან გაიპარა.

ირმა შარიქაძე:

"გულწრფელად რომ გითხრათ, დღევანდელი მოსვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გამომეთქვა, არა მხოლოდ მხარდაჭერა და სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილისთვის, არამედ მეთქვა, რომ მეც მქონდა რაღაცით მსგავსი ისტორია, წამოვედი ჩემი შვილის მამისგან იგივე მიზეზით, უბრალოდ, ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია.

მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო, ახლა ჩემი შვილი 21 წლისაა, ფაქტობრივად, ნინუცას მსგავსი სიტუაცია მქონდა, ეს ძალიან რთული მოსაყოლია... დიდი სტრესია ის მომენტი, როცა ცდილობ წახვიდე იმ სახლიდან, სადაც შენზე ძალადობენ, როცა გგონია, რომ თუ რაღაც არასწორად გააკეთე, შეიძლება ვიღაცამ შემთხვევით მოგკლას კიდეც...

ძალადობა დიდი ხნის განმავლობაში არ გრძელდებოდა, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა რომ განმეორდა, გადავწყვიტე, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში აღარ მოხდებოდა, ფაქტობრივად, წასასვლელი არსად მქონდა, მაგრამ ასე "არსად" წამოვედი შინიდან მაინც, ბავშვით ხელში, მაშინ 20 წლის ვიყავი, სამწუხაროდ, ისეთ ვითარებაში ვიყავი, არ შემეძლო მეთქვა, - მიშველეთ -მეთქი, ჩემზე ძალადობდა სრულიად უმიზეზოდ".

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

სად სწავლობს ექსპრემიერ გახარიას ქალიშვილი - "ანნა სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა"

ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები - მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა