ავტორი:

პატრიარქი კირილი მრევლს - "თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან"

პატრიარქი კირილი მრევლს - "თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან"

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა გასაოცარი, წმინდა მაგალითი მარიამ მეგვიპტელისა“, - განაცხადა პატრიარქმა მაცხოვრის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

მისი თქმით, მარიამ მეგვიპტელის მაგალითი მოწმობს, რომ ტაძარში მიუსვლელადაც შესაძლებელია ცხონდე.

რუსეთის ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეპიდემიის ძალიან დიდი საფრთხე და სახიფათო ვირუსის პანდემიაც კი, რომელიც შესაძლოა, რუსეთსაც შეეხოს.

მისი თქმით, რუსები, ჯერ კიდევ, სრულად ვერ აცნობიერებენ, რა ხდება იტალიაში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც მეტ-ნაკლებად არიან კორონავირუსის ინფექციით დაზარალებული.

„ეკლესია მოგიწოდებთ, აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ მკაცრად შეასრულოთ ყველა წესი, რომელსაც გვთავაზობს რუსეთის სანიტარული ხელისუფლება. მოდით, ავიღოთ საკუთარ თავზე გმირობა, რომ არ გავიდეთ სახლებიდან, როგორც ეს გმირობა აიღო საკუთარ თავზე წმინდა მარიამ მეგვიპტელმა, რომელიც არ გადიოდა უდაბნოდან მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან სწყუროდა“, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

ცნობისთვის, რუსეთში დღეისთვის კორონავირუსით დაავადებულია 1534 ადამიანი.

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9000 შემთხვევა დაფიქსირდა

ჭარბწონიანობა კორონავირუსის გართულების რისკს ზრდის - მედიკოსების დასკვნა

მალავს თუ არა ჩინეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას? - "ყოველდღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ გარდაცვლილთა ფერფლისთვის"