ავტორი:

ნუცა ბუზალაძის გამაოგნებელი გამოსვლა რუსული მუსიკალური შოუს ფინალში და ატირებული ჟიურის 100-ქულიანი შეფასება

ნუცა ბუზალაძის გამაოგნებელი გამოსვლა რუსული მუსიკალური შოუს ფინალში და ატირებული ჟიურის 100-ქულიანი შეფასება

ნუცა ბუზალაძემ რუსული კონკურსის "აბა, ყველა ერთად" ფინალში ჟიურის უმაღლესი შეფასება, 100 ქულა მიიღო. ქართველი მომღერლის საოცარი გამოსვლის შემდეგ, დარბაზი ემოციისგან ჯერ "დაინგრა", შემდეგ კი ჟიურის ყველა წევრი ატირდა, სიხარულისგან ტიროდა თავად კონკურსანტიც...

"ესეც ფინალი!!! ჩემო საყვარელო ქართველებო, ამ ნერვიულობის და პანიკის ფონზე იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოსვლა გაგაბედნიერებთ და გაგახარებთ, მიყვარხართ! ყველა ჩემი გამოსვლა, არ აქვს მნიშვნელობა სად, ყოველთვის გეძღვნებათ თქვენ. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ", - დაწერა "ფეისბუქზე" ნუცა ბუზალაძემ.

"აბა, ყველა ერთად" რუსული სანახაობრივი ვოკალური შოუა, სადაც ყველა სტილისა და მიმართულების საუკეთესო შემსრულებელი საკუთარ მუსიკალურ ნიჭს წარმოაჩენს.

მონაწილეთა გამოსვლებს სტუდიაშივე ასამდე ადამიანი დაუყოვნებლივ აფასებს. ჟიურიში შედიან მომღერლები, კომპოზიტორები, პროდიუსერები, ქვეყნის საუკეთესო ვოკალური სასწავლებლების პედაგოგები და მუსიკალური ბლოგერები. ერთ-ერთი ცნობილი შემფასებელი მომღერალი სერგეი ლაზარევია.

ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძე 2014 წელს იურმალაში, "ახალი ტალღის" გამარჯვებული გახდა. ნუცა წარმატებით მონაწილეობდა ასევე თურქულ "Voice"-ში და ქართულ მეგა-შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები".

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"