ავტორი:

"თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!" - გახარიამ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტიდან მიმართა

"თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!" - გახარიამ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტიდან მიმართა

"თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!" - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, არავინ კრიტიკის წინააღმდეგი არ არის და არავის, არავის კრიტიკის არ ეშინია! მან სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის ტრიბუნიდან.

როგორც გახარიამ მათი მისამართით განაცხადა, დესტრუქციული ქმედებები მიმართულია არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისივე შეფასებით, აშკარად ჩანს ნაბიჯები, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას, რაც რისკის წინაშე ქვეყნის მომავალს აყენებს.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი გადაწყვეტილება დისკუსიის პირობებში უნდა იყოს მიღებული. მისივე თქმით, გარდა ამისა, რომ ეს მათთვის არ არის კომფორტი, ეს ასევე არ არის კომფორტული მოქალაქეებისთვის, რომლებმაც 9 პარტიას მისცეს ხმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დღეს თქვენთან ერთად აქ საუბარი მთავრობის შემდგომი წლების გეგმაზე. სამწუხაროდ, ასევე უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია და მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ჩვენი პარლამენტის ოპოზიციური წარმომადგენლები დღეს არ ესწრებიან სხდომას. საგულისხმო ინციდენტი იყო, ინციდენტი რა - შემთხვევა, ჟურნალისტებს აქ როცა შემოვდიოდი, ასეთი შეკითხვა ჰქონდათ - კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს, როცა პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია ან როცა მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის. მაინც მომიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აქედან რომ გავალ და შემიძლია ავხსნა რატომ - არ არის იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში უნდა იყოს მიღებული ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. არასოდეს არ შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენ რომ ჩვენს კომფორტს დავანებოთ თავი, რა თქმა უნდა, ეს არ არის კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნების დროს ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, მარტო იქნებიან თუ არა პარლამენტში, მათ უნდა გააგრძელონ სვლა ევროპული მომავლისკენ. გახარია ამბობს, რომ მიდგომა - ყველაფერი ან არაფერი, არ არის დემოკრატიული.

„ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცა ვერ გაერკვა, ვიღაცამ ალბათ, საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ ის შედეგი გვაქვს, რა შედეგიც გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მე გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტური პრობლემა იყოს გადალახული და უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს. ეს არ არის რაღაც ამბიცია მმართველი გუნდის. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა და დავალება, რომლებმაც განსაზღვრეს, რომ ეს პარლამენტი უნდა ყოფილიყო 9 პარტიის შემადგენლობაში და უნდა ყოფილიყო დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ მიდგომა ან ყველაფერი ან არაფერი - ეს არ არის დემოკრატიული მიდგომა, არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ ჩვენ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არ ვიქნებით მარტო, უნდა გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ,“ - განაცხადა გახარიამ.

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

"ვადები იწურება" - 27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება