ავტორი:

ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული

ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული

დღეს რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ფოტო, რომელზეც მათი ინფორმაციით, სერბეთში მამაკაცის დაკავება იყო ასახული. ამბავი იმაზე, რომ ხედ გადაცმული მამაკაცი სერბმა პოლიციელებმა კორონავირუსის კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს, ლამის მთელმა "ფეისბუქმა" ნახა, თუმცა ქართველი ინტერნეტმომხმარებლები კიდევ ერთხელ მოტყუვდნენ.

როგორც აღმოჩნდა, ეს ფოტო რეალურია, თუმცა აბსოლუტურად სხვა დროს და სხვა ადგილასაა გადაღებული, რა თქმა უნდა, განსხვავებულია მამაკაცის დაკავების მიზეზიც.

რეალურად, ფოტო, რომელზეც ხედ გადაცმულ მამაკაცს ორი პოლიციელი აკავებს, 2016 წლის ოქტომბერში ბრიტანულმა გამოცემა telegraph.co.uk-მა გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, მამაკაცი აშშ-ში, ქალაქ პორტლენდში სამართალდამცველებმა იმ მიზეზით დააკავეს, რომ მას ხის ფორმა ჰქონდა გადაცმული, საავტომობილო მოძრაობას აფერხებდა და ქვეითად მოსიარულეებს აშინებდა.

Telegraph წერს, რომ ხის კოსტიუმში 30 წლის მამაკაცი აშერ ვუდვორთია, რომელიც სამართალდამცველებმა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ინტერნეტში არის ვიდეოც, რომელიც მამაკაცის დაკავების მომენტს ასახავს:

Police have arrested a man dressed as tree for blocking traffic on Congress Street...as God is my witness. pic.twitter.com/VUFQY6Vyv0
— TVTEDDY (@TVTEDDY) October 24, 2016

აღსანიშნავია, რომ ვუდვორთის ქცევას რამდენიმე დღის წინ მიბაძეს დიდ ბრიტანეთში. გასულ კვირას ნიკოლას მიურეიმ და მადელაინ მაი დევისმა "გამოიჭირეს" მეზობლები, რომლებიც ცდილობდნენ კარანტინის ზონიდან გაპარვას. ვიდეო კი tik-tok-ზე განათავსეს.

"ახლა რთული დროა და ჩვენ გვსურდა ადამიანების გაცინება და მათთვის იმედის მოტანა", - ამბობს მიურეი. სოციალურ ქსელებში ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და ვარაუდობენ, რომ ის წინასწარ, ადამიანების გასახალისებლადაა დადგმული.

'Just spotted my neighbours sneaking out' 😂😂

🎥: repnicktv x _madsdavies pic.twitter.com/BL61tTa4QR
— LADbible (@ladbible) March 28, 2020

"პუტინი შეხვედრისას ხელს აღარავის ჩამოართმევს - მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს"

როგორ გაიმართება წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი - ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან

COVID-19-ის საფრთხის გამო, ლას ვეგასის თავშესაფრიდან გამოყრილ უსახლკაროებს ავტოსადგომზე სძინავთ - "ეს ბარბაროსობაა"