ავტორი:

"პუტინი შეხვედრისას ხელს აღარავის ჩამოართმევს - მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს"

"პუტინი შეხვედრისას ხელს აღარავის ჩამოართმევს - მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მუშაობას დისტანციურად განაგრძობს. პირველად ისტორიაში, ქვეყნის ლიდერი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი ტელეკონფერენციის სახით დაუკავშირდება მთავრობის წევრებს, რაც „ინოვაციური მეთოდია“. ამასთან, მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა მისალმების მანერა შეცვალა და ის შეხვედრების დროს ხელს აღარავის ჩამოართმევს.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ იმ საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა.

უკრაინაში კორონავირუსით მღვდელი გარდაიცვალა, რომელიც წირვა-ლოცვას ფარულად ატარებდა

"იუვენტუსის" ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსი 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ - წყვილმა ცოტა ხნის წინ COVID-19 გადაიტანა