ავტორი:

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ დაიწყო!

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ დაიწყო!

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ დაიწყო.

კონკურსზე მიიღება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან.

განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, საინტერესოდ მოყოლილი მოკლე ბიოგრაფია. იმის მითითებით, გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს მითითება: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.);- ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს Word დოკუმენტით;კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (Word დოკუმენტი);ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11.

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:

ნაწარმოების დასაწყისი (20-30 გვერდი) და სხვა მოთხოვნილი ფაილები უნდა გამოგზავნოთ, 1-ლი აპრილიდან 1 - ლი მაისის ჩათვლით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: konkursi@palitra.geნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ, კონკურსანტი ელ.ფოსტაზე მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ.გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის მიზანი, ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა.

კონკურსი მეოთხე წელია ტარდება. გასული სამი სეზონის გამარჯვებულებს მკითხველი უკვე კარგად იცნობს. ახლა კი, პროექტი ახალ დამწყებ ავტორებს აძლევს შესაძლებლობას, აისრულონ ოცნება და გამოვიდნენ სამწერლო ასპარეზზე.

„ეს არის ალგორითმული მაფია, მსოფლიოს ახალი გადანიწილების წინ“, - დეტალები კორონავირუსის შესახებ, რომელიც ლალი მოროშკინამ ახალ წიგნში აღწერა

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მესამე თავი)

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომრის მთავარი თემები