ავტორი:

ფილიპინების პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, დახვრიტონ ყველა, ვინც კარანტინს დაარღვევს - "მე თქვენ დაგმარხავთ“

ფილიპინების პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, დახვრიტონ ყველა, ვინც კარანტინს დაარღვევს - "მე თქვენ დაგმარხავთ“

ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე, კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფ ადამიანებს აფრთხილებს და ამბობს, რომ წესებს არ დამორჩილება, დანაშაულია და სახელმწიფო ვერ იქნება შემწყნარებელი. ამის შესახებ CNBC.com წერს.

ხელისუფლება ცდილობს შეანელოს ვირუსის გავრცელება. დუტერტეს თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველას გაერთიანება და წესების დაცვა.

"მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრობლემა სერიოზულია და თქვენ ეს უნდა გაიგოთ. ვუბრძანებ პოლიციასა და ჯარს - თუ ვინმე შეგეწინააღმდეგებათ და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, დახვრიტეთ ისინი. გასაგებია? - პრობლემების შექმნის ნაცვლად, მე თქვენ დაგმარხავთ" - მიმართა პრეზიდენტმა საზოგადოებას სატელევიზიო ეთერით.

პრეზიდენტმა ასე მას შემდეგ მიმართა მოსახლეობას, რაც საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლების მიერ შემოღებული ზომები გააპროტესტა. განსაკუთრებით უკმაყოფილოა ღარიბი ფენა, რომლებმაც კარანტინის გამო სამუშაო დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ამ დროისთვის ფილიპინებში კორონავირუსით 2 311 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 96 გარდაიცვალა, 50 კი გამოჯანმრთელდა.

ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულისებიდან მართავს - დიქტატორი კიმ ჩენ ინი დის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა

რუსი პოლიტიკოსი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა