ავტორი:

ლეროშეს რექტორის, კარლოს დიეზ დე ლასტრას მიმართვა ტურიზმის სექტორისთვის

ლეროშეს რექტორის, კარლოს დიეზ დე ლასტრას მიმართვა ტურიზმის სექტორისთვის

ყველა ჩვენგანის გული შერეული ემოციებითაა სავსე. ერთის მხრივ, ის ბუნებრივი წუხილი, რომელიც ყველას გვაქვს ამ გაურკვეველ სიტუაციაში, მოითხოვს თითეული ჩვენგანისგან მაქსიმუმის გაკეთებას, რათა შევძლოთ, გადავლახოთ შფოთვა, ღელვა, შიში, სიმარტოვე და დარდი ჩვენი საყვარელი ადამიანების გამო.

მეორეს მხრივ, ეს ღრმა და დაძაბული გამოცდილება, პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა, სულგრძელობა და სოლიდარობა თითეული ჩვენგანის მხრიდან, კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზმს მაძლევს, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად გადავლახოთ მსოფლიო კრიზისი - ჩვენი თაობებისთვის უპრეცედენტო გამოწვევა.

ჩვენ საქმე გვაქვს უნიკალურ კრიზისთან. თუმცა ყველა ჩვენგანმა, ვინც მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობს, სწავლობს თუ ტრენინგებს გადის, კარგად იცის, რომ ნებისმიერ კრიზისში იმალება შესაძლებლობები. ეს ის შესაძლებლობაა, სადაც საშუალება გვაქვს, ვაჩვენოთ ჩვენი დიდსულოვნება და მოვალეობისადმი ერთგულება, რომ გამოვხატოთ ძლიერი მხარდაჭერა თუნდაც უბრალო სიტყვითა თუ ჟესტით.

ჩვენ ახლა ერთმანეთისთვის ძალა და დასაყრდენი ვართ, ისევ და ისევ ერთმანეთის მხარდასაჭერად. ესაა შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ, გავიაზროთ და ვისწავლოთ იზოლაციის ამ კვირების განმავლობაში. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქმედებითა და საქმით გამოვხატოთ ის ღირებულებები, რომლებიც ყოველთვის გამოგვარჩევდა ჩვენ, ვინც ვმუშაობთ და ვსწავლობთ ისეთ ინდუსტრიაში, როგორიც ჩვენია - შექმნილი ხალხის მიერ და ხალხისთვის, იქ სადაც ზრუნვა და ემპათია არის მთავარი მიზანი. ცხოვრების მანძილზე, საკმაოდ იშვიათ შემთხვევებში თუ გვეძლევა ამგვარი აშკარა შესაძლებლობა, ვიყოთ მხარდაჭერის ვექტორები სხვებისთვის.

სახლში - ჩვენი ოჯახის წევრებთან, სამსახურებში - თანამშრომლებთან ვიყოთ ძალიან ყურადღებიანი, და თუნდაც რამდენიმე სიტყვიანი მესიჯით მოვიკითხოთ ისინი, ვინც გაგვახსენდება და ვისთანაც გარკვეული ურთიერთობა გვაქვს. მოდით ვიყოთ მათ შორის, ვინც ამ გამოცდილებას გამოიყენებს იმ ფუნდამენტად, რომელზედაც დააშენებს უფრო ჰუმანურ, უფრო ბრძენ და აუცილებლად უფრო პოზიტიურ საზოგადოებას.

მადლობა, დიდი მადლობა ჩემი გულიდან თითეულ თქვენგანს. ვიმედოვნებ, საკმაოდ მალე ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ხელს ჩამოვართმევთ და სიამაყით ვიტყვით, რომ კრიზისი ერთად გადავლახეთ გაბედულად, პასუხისმგებლობით და იმ დამოკიდებულებით, რომელიც ყოველთვის გამოგვარჩევდა ყველას ჩვენ, ვინც ლე როშეს ნაწილს წარმოვადგენთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და შეინარჩუნეთ ნათელი სული თქვენს გულებში! კარლოს დიეზ დე ლასტრა, მასპინძლობის სკოლა „ლე როშე“ - ს რექტორი.

Les Roches-ს საერთაშორისო სასტუმროების მართვის პროგრამა, საქართველოში მესამე წელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება. შვეიცარული სკოლა, ლე როშეს ტურიზმის და სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტის მსოფლიოს მოწინავე სასწავლებელია. დამატებითი ინფომაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

"სიგარეტის ან საკვების სანაცვლოდ პაციენტებს ტუალეტს და ეზოს ასუფთავებინებენ" - ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც ძალადობა და უხეში მოპყრობა გამოვლინდა

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი გარდაიცვალა - რა უამბო წლების წინ გრანდიოზულ პროექტზე AMBEBI.GE-ს არჩილ მინდიაშვილმა

კომპანია "ნიკორა ტრეიდმა" თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ყოვეთვიურად 300 000 ლარი გამოყო