ავტორი:

ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც COVID-19-ს "ფსიქოზს" უწოდებდა და არ აღიარებდა, ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას რუსეთს სთხოვს

ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც COVID-19-ს "ფსიქოზს" უწოდებდა და არ აღიარებდა, ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას რუსეთს სთხოვს

ბელორუსის პრეზიდენტი რუსეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ kommersant.ru წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების ცნობით, საუბარია სამედიცინო აღჭურვილობაზე, მათ შორის დამცავ ნიღბებზე, ტესტ-სისტემებსა და სასუნთქ აპარატებზე.

kommersant.ru-ს ცნობით, ბელორუსის ხელისუფლებამ მსგავსი თხოვნით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, დსთ-ს ყველა ქვეყანას, ასევე უკრაინასა და თურქმენეთსაც მიმართა.

"ასეთი საკითხების გადასაწყვეტად რუსეთის ფედერაციის სპეციალური ნებართვაა საჭირო, თუმცა, საქმე ის არის, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, რამდენიმე ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად - ქვეყნიდან სამედიცინო პროდუქციის გატანა აკრძალულია" – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, არც ისე დიდი ხნის წინ, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კორონავირუსის პანდემიას არ აღიარებდა და მას "მასობრივი ფსიქოზი" უწოდა.

შესაბამისად, მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთსაც COVID-19-ის პრევენციისთვის ჩატარებული ღონისძიებების გამო. რუსული მედიის ცნობით, რუსეთი თავად არის დიდი პრობლემების წინაშე.

2 აპრილის საღამოს მონაცემებით, ერთ დღე-ღამეში მას დაინფიცირების 771 ახალი შემთხვევა აქვს; მთლიანობაში, ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავურისის 3548 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 30 გარდაიცვალა.

თუმცა, მედია, რომელიც კრემლის მიერ არ კონტროლდება, წერს, რომ რეალური სურათი ბევრად მძიმეა, დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აჭარბებს.

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ აღიარა, რომ კორონავირუსით გარდაიცვალა გაზეთ "Деловой интерес"-ის მთავარი რედაქტორი ანასტასია პეტროვა.

"თუ იცოდით, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა, რატომ დუმდით ამაზე?.. როგორ შეიძლება ასეთი ინფორმაციის დამალვა, როდესაც ასეთი ადამიანის მხრიდან ყოველი კონტაქტი სახიფათოა... გთხოვთ, ნუ მოატყუებთ ხალხს.." - ამბობს პერმის გუბერნატორი დმიტრი მახონინი, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს ცხედრის გადაცემაში დაეხმარა.

1-ელ აპრილს მხარის ჯანდაცვის მინისტრი ოქსანა მელეხოვა იტყობინებოდა, რომ პეტროვას პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდნენ, როგორც ევროპაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პაციენტს. მისი პირველადი ანალიზები ეჭვს იწვევდა, ამიტომ განმეორებით ანალიზისთვის, ფედერალურ ცეტრში გაგზავნეს.

ჟურნალისტმა ბოლო მესიჯი ახლობლებს სოციალური ქსელის მეშვეობით 24 მარტს გაუგზავნა – "ტემპერატურა 38-ს გადასცდა. უარესად მახველებს... მოვიდნენ რეანიმატოლოგები და სასუნთქი აპარატი მოიტანეს. სისხლი ამიღეს ვენიდან და მითხრეს, რომ ჯერ მართვით სუნთქვაზე გადაყვანა არ მჭირდება... თუ ვითარება გაგიუარესდება, აქვე ვართო. თავს გაუფრხილდით ყველა!.." - წერდა ის.

ოფიციალური ინფორმაციით, პერმის მხარეში ვირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი დაინფიცირებული გარდაიცვალა.

კათოლიკური ბზობა და რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში (ფოტოები)

კათოლიკური ბზობა და რომის პაპი ცარიელ წმინდა პეტრეს ტაძარში (ფოტოები)

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციის გაჟონვის ზონაში ხანძარია