ავტორი:

"ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია" - მარინა ეზუგბაია ახალი დაინფიცირებულების შესახებ

"ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია" - მარინა ეზუგბაია ახალი დაინფიცირებულების შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, როდესაც ქვეყანაში შიდა გადაცემაა დაწყებული, დღეში 18-20 ახალი შემთხვევა ბევრი არ არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ასეთი მატებით გაგრძელდა, პრობლემა დიდი დანაკლისის გარეშე გადაილახება.

“ჩვენ 115 ინფიცირებულიდან ავედით 148-ზე. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ასე ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა დიდი დანაკლისებისა და არეულობის გარეშე. თუ ამას შევინარჩუნებთ, დღეში ვთქვათ 18-20 ახალ შემთხვევას, ეს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე ვლაპარაკობთ მეოთხეულ, ანუ შიდა გადაცემაზე, ეს ციფრები მისაღებია, ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასე დავამთავრებთ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან მათ კლინიკაში მხოლოდ ორი პირია მოთავსებული.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"დილის მონაცემებით 148 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, პაციენტები დღის მეორე ნახევარში დაგვემატნენ, ისე მთელი დღე-ღამის განმავლობაში 18 დადასტურებული შემთხვევა გამოვიდა. ამ შემთხვევებიდან 2 დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრშია, ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი დადასტურებული შემთხვევები კოვიდის მიმღებ დანარჩენ დაწესებულებაში არიან გადანაწილებული.

ახალი პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია. ჩვენთან შემოსული ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია, აქედან გამომდინარე, მათი წყარო ცნობილია. რუსთავის კლასეტრიდან ჯერჯერობით ჩვენთან არცერთი პაციენტი არ არის. გუშინ დილიდან საღამომდე ჩვენთან დაახლოებით, 11 პაციენტი მოხვდა, აქედან 5-თან არის პნევმონია, მაგრამ ეს პნევმონია მძიმე არ არის, დანარჩენებთან პნევმონია არ არის, ამ პაციენტებთან დაავადება ჯერჯერობით, ჩატარებული კლინიკური ანალიზების და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების შეჯერებით საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. თუ დაავადება ასე გააგრძელებს მიმდინარეობას და არცერთთან დაავადების პროგრესირება არ მოხდება, ალბათ, მათთან გამოჯანმრთელების პერიოდი უფრო მალე დადგება და ალბათ, გაეწერებიან კიდეც", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ნენსკრა ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

თბილისის ქუჩები წუხელ სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა (ფოტო)

გურჯაანელ კაცს, რომელიც ტიტებს ახარებს და კორონავირუსის გამო ვერ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს