ავტორი:

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია

"საქსტატის" მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

"2020 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მარტში გასული წლის მარტთან შედარებით 2.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.3 პროცენტით განისაზღვრა“ ,- აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

ამასთან, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2 პროცენტიანი მატება.

კერძოდ, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.7 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის (-1.3 პროცენტი) და თევზეულის (-1.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.6 პროცენტი)

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - ქალი ქმრისგან დაინფიცირდა

"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე