ავტორი:

"შინ მარტო არ ვვარჯიშობ: მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ" - როგორ ერთობა ზაზა ფაჩულიას ოჯახი კორონავირუსის იზოლაციის დროს

"შინ მარტო არ ვვარჯიშობ: მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ" - როგორ ერთობა ზაზა ფაჩულიას ოჯახი კორონავირუსის იზოლაციის დროს

მსოფლიო აღარ მოძრაობს, სახლშია. არავინ იცის, რა დროში დავამარცხებთ კორონავირუსს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს შინ ყოფნისას შევინარჩუნოთ ერთგვარი რიტმი... ამას კარგად ახერხებს ზაზა ფაჩულია, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად სან ფრანცისკოშია.

lelo.ge ზაზას ამერიკაში დაუკავშირდა და საქართველოს ნაკრებზე, NBA-ზე, ჩემპიონობაზე საუბრის ნაცვლად, კალათბურთელი ახლა უხილავ ომზე, ოჯახზე, წიგნებსა და შინ ვარჯიშზე საუბრობს.

"შინ, ოჯახთან ერთად ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ გარეთ არ გავიდე, ხალხთან ახლო კონტაქტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ძირითადად კომპიუტერითა და ტელეფონით მაქვს კომუნიკაცია როგორც სამსახურის, ასევე პირად საქმეზე.

მსოფლიოში მძიმე მდგომარეობაა. ვირუსის გავრცელება დიდი ხანია დაიწყო და დღეს არ ჩანს ვადა, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ბევრი ამბობს და ვეთანხმები - ერთგვარ ომში ვართ, გვყავს უხილავი მტერი, რომელსაც ერთად ვებრძვით. ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს. ძალიან ცუდია, რომ დაავადებულთა რიცხვი ისევ ზევით მიდის, დაღმართისკენ ჯერ არ წასულა...

ჩვენი ამოცანაა ერთად დავამარცხოთ ვირუსი. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ თუ სპეციალისტების რჩევას მოვუსმენთ და მითითებებს ზედმიწევნით კარგად შევასრულებთ. კორონავირუსი მსოფლიოს მტერია, რომელიც ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა დავამარცხოთ. ვგულისხმობ ფსიქოლოგიურად, ფინანსურად ან თუნდაც სიტყვით გვერდში დადგომას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ისევე როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ახალმა რეალობამ ჩემს ცხოვრებაშიც უკვე ბევრი შეცვალა. როგორც აღვნიშნე, სამსახურის საქმეებს შინიდან ვაწარმოებ, ტელეფონით, ინტერნეტით, ვიდეოზარებით. ჩემი შვილებიც სახლიდან არიან ჩართულნი აქტივობებში. თუმცა,აქამდე მუდმივად მოძრაობაში იყვნენ. ზოგიერთი აქტივობა შევწყვიტეთ...

კალათბურთი ჩემს თავზე ავიღე და ბავშვებთან ერთად ყოველდღიურად ვვარჯიშობ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსისგან იზოლაცია, ამიტომ ვცდილობ, ოჯახთან ერთად მოვახერხო ადაპტირება და გავაგრძელოთ ის საქმე, რაც გვიყვარს. საამისოდ საჭიროა ერთი ფარი, ბურთი და პატარა სივრცე. ეს ყველაფერი გვაქვს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, მოუთმენლად ველი, როდის დაიწყება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება...

როდესაც სახლში გიწევს ყოფნა, ლიმიტირებული ხარ. ვერ აკეთებ ყველაფერს, რაც გსურს. თუმცა არსებობს რამდენიმე რამ, რაც შეგიძლია და უნდა გააკეთო. ასეთი საქმიანობის ტოპ-ხუთეულში აუცილებლად უნდა შევიდეს კითხვა და ვარჯიში. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე კვირა და შეიძლება თვეობით შინ ყოფნა გიწევს.

იზოლაციის პირობებში ვერ ვხედავ მიზეზს, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს ვარჯიშში ან თვითგანვითარებაში. 24 საათის განმავლობაში საამისოდ დრო აუცილებლად უნდა გამონახო. შინ მარტო არ ვვარჯიშობ - ჩემს მეუღლესთან, თიკასთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ.

ექსტრემალურმა მდგომარეობამ კრეატიული აზროვნებაც გააღვივა - ნამდვილად არ მეგონა, რომ ოდესმე სავარჯიშო დარბაზში ვერ წავიდოდი, ამიტომ საჭირო აქსესუარები სახლში არ მაქვს. ხან ბავშვს ავიყვან და ისე ვვარჯიშობ, ხან სხვა ორიგინაურ ხერხს მოვიფიქრებ... წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გადაიდება - იგეგმება თუ არა ფორმატის ცვლილება?