ავტორი:

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა.

მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, დაინფიცირება პაციენტიდან მოხდა. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.

მერის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, რის გამოც მოხდა ანალიზების აღება. მერის ინფორმაციით, ახლა ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. მისივე განცხადებით, როგორც მერს კონტაქტი ჰქონდა მოქალაქეებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული COVID-19-ით ინფიცირებულთა მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა