ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია. ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს შეიყვანეს საუნივერსიტეტო კლინიკაში და პაციენტის კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"გადმოყვანისას მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა მიმღებშივე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი.

ანამნეზში პაციენტს ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტი მკურნალობდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მკურნალობა მიმდინარეობდა შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი" - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალი ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, 79 წლის ქალს, რომელიც მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალიდან" გადაიყვანეს, უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა - ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გარდა, ის კახექსიური იყო და 15 კილოგრამს იწონიდა.

წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი

რესპუბლიკურში Covid-19-ით ინფიცირებულ 3 პაციენტს პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საყურადღებო

"წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა" - როდის ჩამოიტანენ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში