ავტორი:

ეკვადორში გარდაცვლილთა ცხედრებს ქუჩებში ტოვებენ - კორონავირუსის პანდემიის უმძიმესი შედეგი (ფოტოები)

ეკვადორში გარდაცვლილთა ცხედრებს ქუჩებში ტოვებენ - კორონავირუსის პანდემიის უმძიმესი შედეგი (ფოტოები)

ეკვადორში, ქალაქ გუაიაკილიში გარდაცვლილთა ცხედრებს ქუჩებში ტოვებენ. ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო, სახელმწიფო სერვისები ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში კოლაფსის პირასაა.

საავადმყოფოებს არ აქვთ პაციენტებისთვის საკმარისი საწოლები, აღარ არის ადგილები მორგებში და გადატვირთულია დამკრძალავი ბიუროები, ცხედრების დასასვენებლად ადგილები აღარ აქვთ და ზოგიერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ იძულებულნი არიან გარდაცვლილები ქუჩაში დატოვონ.

უცნობია, თუ რამდენი ადამიანია რეალურად გარდაცვლილი COVID-19-ით. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულია 3 465 ადამიანი და გარდაცვლილია 172 პაციენტი, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თვლიან, რომ ამ ციფრს რეალური მონაცემები ბევრად აჭარბებს.

ბევრი ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრებს ვირუსის სიმპტომები აქვთ, თუმცა კლინიკაში ვერ მკურნალობენ, რადგანაც საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის.

"5 დღეა ველოდებით, რომ კლინიკაში მიგვიღებენ“- ამბობს ფერნანდო ესპანა reuters-თან საუბრისას. რომელმაც საეჭვო სიმპტომების მქონე ოჯახის წევრი კლინიკაში ვერ მოათავსა.

"დავიღალეთ 911-ზე რეკვით და ერთადერთი რასაც გვეუბნებიან არის ის რომ დავიცადოთ, რომ მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად“, - ამბობს ის.

ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიელმა მღვდელმა მრევლის ფოტოები დაბეჭდა, ცარიელ ტაძარში განალაგა და მესა ასე ჩაატარა - "მარტო მსახურება დამთრგუნველი იყო"

კათოლიკური ბზობა და რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში (ფოტოები)