ავტორი:

"შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს" - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

"შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს" - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან სიტყვა გიჟის განმარტებას აქვეყნებს, პოსტის ბოლოს კი წერს, რომ წასაკითხი ბევრია და საზოგადოებას ამ ფორმით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად.შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;სულელი არს, რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;

რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს; ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს; შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი; ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს."(საბა-სულხან ორბელიანი)მდიდარი ენა .... #დარჩისახლში #ბევრიწასაკითხია" - წერს ზურაბიშვილი.

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"

"ინგლისიდან მეგობრები მწერენ, რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არ ჯერათ, რომ უფასოა" - რას წერს ორკვირიან კარანტინში მყოფი ქართველი გოგონა

"დღეს, 22.00 საათზე, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ..." - გიორგი კეკელიძე