ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი, ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაეწერებიან ალბათ დღეს. უკვე პასუხი მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები პისიარის ტესტის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ ცენტრს“ - ამბობს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 41 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მათგან 5-ს ტესტირება და პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.

საერთო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი აქამდე 36 იყო.

აღსანიშნავია, რომ გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობაც და მათი რიცხვი უკვე 174-ს აღწევს. პაციენტთაგან ორი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან 36 პაციენტი განიკურნა - "62 წლის მარნეულელი ქალი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს, დღეს გაეწერება 2 ადამიანი"

"დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ეკლესიაში არ მისვლით" - პაატა იმნაძე

ეროვნული გამოცდების ტესტებში მეორე სემესტრის მასალა არ იქნება