ავტორი:

ეროვნული გამოცდების ტესტებში მეორე სემესტრის მასალა არ იქნება

ეროვნული გამოცდების ტესტებში მეორე სემესტრის მასალა არ იქნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გათვალისწინებული სასწავლო მასალა, სავარაუდოდ, არ იქნება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ტესტებში მე-12 კლასისთვის გათვალისწინებული სასწავლო მასალის მხოლოდ ის ნაწილი შევა, რაც აბიტურიენტებმა პირველ სემესტრში ისწავლეს.

ამასთან, ტესტებში ყურადღება გამახვილდება მოსწავლის ზოგად ცოდნაზე და ის კონკრეტული ნაწარმოების ზუსტი ცოდნის შეფასებით არ შემოიფარგლება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად მუშაობს.

მეორე სემესტრის პროგრამული მასალის ტესტებიდან ამოღების მიზეზი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გახდა, რის გამოც, სასწავლო პროცესის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რაც შეეხება საგამოცდო ბარიერის დაწევას, ჯერჯეობით ეს არ იგეგმება.

„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ „განათლების სამინისტრო ორიენტირებულია ამ სიტუაციიდან გამომდინარე არ დაირღვეს ბავშვის უფლება და არცერთ საფეხურზე მოსწავლეს არ შეუქმნის პრობლემებს“.

„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მოსწავლის უფლება იყოს დაცული. შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ აბიტურიენტის უფლებებს, რაც დაცული იქნება გამოცდების დროსაც. გამოცდების ჩატარებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც ამ წუთში ქვეყანაში არსებობს“, - აღნიშნა დგებუაძემ.

მისივე ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადის გადაწევის მიუხედავად, თვითონ გამოცდების ვადები არ გადაიწევს და ის ივლისში ჩატარდება.

ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს წითელ კვერცხსა და პასკას - "თუ ადამიანი ვერ ახერხებს ამ ტრადიციის აღსრულებას, არ იფიქროს, რომ ცოდვის ან უბედურების საწინდარია"

ჩინეთის სჩუანის პროვინციის წარმომადგენლებმა ქართველ ექსპერტებს კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს