ავტორი:

"შეხვედრამდე, ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე..." - ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

"შეხვედრამდე, ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე..." - ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

43 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის მეუღლე, მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში წერს:

"უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა. სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი. რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს.

ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც რატი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გასცემდა. ამას აკეთებდა ყველასგან გამორჩეულად, რატისებურად. ასე რომ, მოსვლის გარეშე შეგიძლიათ უპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. ისედაც ვიცი, ყველაფერი ვიცი...

შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე. შეხვედრამდე" - წერს ტოგონიძე. კომენტარებში მწერალს მეგობრები და ნაცნობები უსამძიმრებენ.

რატი სამყურაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი" იყო, ის საქართველოს პარლამენტის VI და VII მოწვევის წევრი გახლდათ. ყოფილი პოლიტიკოსი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე დაავადებას, გლიობლასტომას ებრძოდა. დარჩა მეუღლე და ერთი ქალიშვილი.

დათა ახალაიასა და ანი ბენიძეს ტყუპი ვაჟები შეეძინათ

"ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია" - რას წერს მეუღლე რატი სამყურაშვილზე, რომელიც გარდაცვალებამდე 22 თვე უმძიმეს სენს ებრძოდა

"ვერ ამოძრავებს კიდურებს, ვერ ყლაპავს..." - ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ქუთაისში ნაადრევად იმშობიარა, საზოგადოების დახმარება სჭირდება