ავტორი:

მაშველებმა წყალსაცავში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს - ფოტოები ცაგერიდან

მაშველებმა წყალსაცავში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს - ფოტოები ცაგერიდან

მაშველებმა ცაგერში წყალსაცავში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს. ინფორმაციას და ფოტოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს:

"მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომლიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკეს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა სწრაფად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა, თუმცა ნახეს, რომ შველს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები" - ნათქვამია ინფორმაციაში.

"მასწავლებლად მისულ ვაჟას ამილახვრის უკანონო შვილი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

"3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია და სამივე სატვირთოს მძღოლია" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები