ავტორი:

"3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია და სამივე სატვირთოს მძღოლია" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

"3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია და სამივე სატვირთოს მძღოლია" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია.

მისი თქმით, სამივე დაინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

"3 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ყველა შემოტანილია და ყველანი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები. ჩვენ ცენტრს დაემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ერთი გახლავთ რუსეთიდან და მეორე აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობის გაუარესება არავისთან არ შეინიშნება. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის კოვიდ ცენტრებში კორონავირუსით დაინფიცირებული 245 პაციენტი მკურნალობს.

"მასწავლებლად მისულ ვაჟას ამილახვრის უკანონო შვილი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

"დაიბადა ჩემი ბიჭი, ბებია ვარ" - ნინო ნადირაძესა და გუგა კუზანოვს შვილიშვილი შეეძინათ