ავტორი:

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება - მარინა ეზუგბაია პაციენტების მდგომარეობაზე

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება - მარინა ეზუგბაია პაციენტების მდგომარეობაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან 2 მათ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს 2 ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა და მათი ასაკი 70 წელზე მეტია.

“დღეს დაგვემატა 13 ახალი შემთხვევა, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 208 დადასტურებული შემთხვევა. ამ პაციენტებიდან 5 - ბათუმშია, 2 - ქუთაისში, დანარჩენი - თბილისში. გამოჯანმრთელებული არის 46 პაციენტი. გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა და მხოლოდ 2-ზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ჩვენ გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან 2 უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით 2 გვრჩება მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც უკვე შეინიშნება გაუმჯობესება და იმედი გვაქვს, რომ უკვე 1-2 დღეში მათაც ჩვეულებრივ განყოფილებებში გადავიყვანთ. 2 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკია, ეს 2 პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული, ერთ-ერთ მათგანს აქვს დიაბეტი, ანუ ერთთან ორმაგი რისკია - ასაკი და თანარსებული დაავადება დიაბეტის სახით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიორგი ფხაკაძე; არსენ გვენეტაძე

როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია და ლაშა უჩავას რეკომენდაციები

ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მეუღლე სამშობლოში დაბრუნდა - "ქართული ფონდი" მასთან ერთად კიდევ 40 მოქალაქეს დაეხმარა