ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა

გაგრაში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც პირველ პაციენტთან კავშირში მყოფ ადამიანს დაუფიქსირდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

„პირველ დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის შემოწმების შედეგად, კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნული პირი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას აკვირდებიან და ღებულობს აუცილებელ მკურნალობას“ , - აღნიშნულია შტაბის ინფორმაციაში.

კოვიდინფექციაზე ტესტირება კიდევ ხუთმა ადამიანმა ჩაიტარა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

ამგვარად, ოკუპირებულ აფხაზეთში, ამ დროისთვის, კორონავირუსი მხოლოდ ორ პაციენტს დაუდასტურდა. პირველი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას გაგრაში კომენდანტის საათის შემღების შესახებ.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა.

„ექსპერტიზის შედეგად, გარდაცვლილ 15 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, - ნათქვამია ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციაში.

"ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე ახალგორელების მკვლელად იქცა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?

"უპასუხისმგებლო ადმიანების გამო ფრონტის წინა ხაზზე შიშველი ხელებით ვიბრძვით" - სომხურ კლასტერს აფხაზეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა

აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა