ავტორი:

"ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე ახალგორელების მკვლელად იქცა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?

"ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე ახალგორელების მკვლელად იქცა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?

"გინდა სიმსივნეს უმკურნალო? გინდა პენსიის ასაღებად გაგიშვა? ან საახალწლოდ პური გქონდეს მაგიდაზე? - სთხოვე გახარიას, პირდაპირ ასე მოგვიწოდებდა დარბაზში მყოფებს. ჩაკეტილი გზის გამო არაერთი ადამიანის სიცოცხლე გაჩერდა.

გასულ კვირას ახალგორის საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა კი მათი თბილისში გადაყვანის ნებართვას არ იძლევა, რადგან "ბიბილოვის ხელისუფლება, საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, მას განსაკუთრებული შემთხვევებისა და მძიმე ავადმყოფებისთვისაც არ ხსნის".

ამის შესახებ მურატ გუკემუხოვი, Эхо Кавказа-ს ჟურნალისტი იუწყება.

"ორი კვირის წინ, ადგილობრივი 65 წლის ზაურ ჩიტიშვილი უეცრად შეუძლოდ გახდა... ორი კვირის განმავლობაში, მას ღებინება და დიარეა ჰქონდა. ორჯერ გამოიძახა რაიონის სასწრაფო დახამრების ბრიგადა, თუმცა, მათ მხოლოდ ანალგინი და დიმედროლი შესთავაზეს. სამი დღის შემდეგ, მას წნევა დაუვარდა და ოჯახის წევრებმა, რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გასტროენტერიტის დიაგნოზი დაუსვეს. საბოლოოდ, ჩიტიშვილი გარდაიცვალა, ადგილობრივი ექიმების დიაგნოზით, გულის უკმარისობით", - წერს გამოცემა.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, ასეთი მძიმე შედეგის მიზეზი ის არის, რომ რაიონის “ადმინისტრაცია” 5 წლის განმავლობაში პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ირჩევდა და ნიშნავდა ექიმებს ადგილობრივ საავადმყოფოში.

"კარგი ექიმები გაყარეს და თავისუფალ ვაკანსიებზე თავისი ხალხი მოიყვანეს... ჰოდა, შედეგიც მივიღეთ, ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. ჩვენი საავადმყოფო ბუტაფორიაა.

სამარცხვინო და სასაცილო ისტორიები გვაქვს ექიმებთან დაკავშირებით, მაგალითად, ისინი სიმპტომების მიხედვით დიაგნოზის დასმას "გუგლში" მოძიებული ინფორმაციით ცდილობენ... ასეთი ექიმების ხელში როგორ ვიქნებით, ადვილი წარმოსადგენია. ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობა ადგილობრივ საავადმყოფოში არასდროს მკურნალობს, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა რუსეთში წავიდნენ..." - ამბობს მეარაყიშვილი და დასძენს, რომ გამოუვალ სიტუაციაში ცხინვალიდან გამოცდილი ექიმების გამოძახების ან მათთვის რჩევის კითხვის შესაძლებლობაც არ აქვთ.

"გასულ კვირას ორი ადამიანის გარდაცვალება მხოლოდ დასაწყისია... გასულ წელს, მას შემდეგ, რაც საზღვარი ჩაკეტეს, 10 ადამიანი გარდაიცვალა, ძირითადად, ინსულტით, მაგრამ ახლა COVID-19-ის გამო დაწესებული კარანტინის პირობებში, რაიონის ორ მაცხოვრებელს, ასაკოვან ადამიანებს სჭირდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება...

ერთს სიმსივნე აქვს და ქიმიოთერაპია სჭირდება, მეორეს კი, გულის ოპერაცია სჭირდება და ორივე მათგანის დახმარება მხოლოდ თბილისში შეუძლიათ... ასეთივე ოპერაცია ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსს დასჭირდა, რომელიც თბილისში "წითელი ჯვრის" დახმარებით ჩავიდა. სასწრაფო ოპერაცია არ სჭირდებოდა, ჩრდილოეთ ოსეთშიც შეეძლო წასლა, მაგრამ თბილისი არჩია..." - ამბობს ახალგორელი აქტივისტი.

თამარ მეარაყიშვილის ცნობით, წნელისის პრობლემის გამო მეცხრე თვეა მძევლები არიან და ეს ანატოლი ბიბილოვმა მაშინ გააგებინა, როდესაც მისგან და მოხუცებისგან საჯაროდ მოითხოვა - გზის გახსნის ნაცვლად საქართველოს პრემიერ-მინისტრს დალაპარაკებოდნენ.

"გინდა სიმსივნეს უმკურნალო? გინდა პენსიის ასაღებად გაგიშვა? ან საახალწლოდ პური გქონდეს მაგიდაზე? - სთხოვე გახარიას, პირდაპირ ასე მოგვიწოდებდა დარბაზში მყოფებს. ჩაკეტილი გზის გამო არაერთი ადამიანის სიცოცხლე გაჩერდა, არაერთი მძიმედ დაავადებული ადამიანი სახლში მკურნალობს... ბიბილოვი, საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე თავისდაუნებურად, ჩემი რაიონელების მკვლელად იქცა, რადგან ხელისუფლება შაბლონურ განცხადებებს აკეთებს "ახალგორში მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაზე". ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებას გულწრფელად შესტკივა ჩვენზე გული და პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა ჩვენი გამოყენებით და მანიპულირებით შეუძლია", - ამბობს მეარაყიშვილი.

ახალგორის მოსახლეობის მიმართ ე.წ. ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას აკრიტიკებს ადგილობრივი მოსახლეობაც.

“რატომ ვხოცავთ ამ ხალხს, ხომ ფაქტია, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას? თუ ამის აუცილებლობა აქვთ, გავუშვათ ეს ადამიანები სამკურნალოდ და ბოლო-ბოლო პანდემიის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან. ასე თითო-თითოდ როდის დაიხოცებიან, იმას ვუყუროთ?" - წერს ერთ-ერთი ოსი ინტერნეტმომხმარებელი.

სხვების თქმით, რეგიონში უკვე არის ვირუსი და ბიბილოვის ხელისუფლება უბრალოდ, კეკლუცობს და თავს იტყუებს, რადგან მის გამოსავლენად ცხინვალში შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს.

"გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა... ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, დე ფაქტო რეჟიმმა კი ახალგორის დატოვების უფლება არ მისცა" - გამგებელი

"ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის

"თუ სომხეთი ჩვენს გაზსადენებზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, ამას მათთვის ძალიან სასტიკი შედეგი მოჰყვება" - ალიევი