ავტორი:

კიევ-პეჩორის ლავრაში 26 სასულიერო პირს, ხოლო მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

კიევ-პეჩორის ლავრაში 26 სასულიერო პირს, ხოლო მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

მოსკოვის ეკლესიების 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ მღვდელს აღენიშნება, თუმცა მათი დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამუშაო ჯგუფის განმარტებით, რისკის ქვეშ მოსკოვის 6 ეკლესიის მრევლი აღმოჩნდა. მათ ყურადღების გამოჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.

შეგახსნებთ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა მრველს არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ. გუშინ კი რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულს უწოდებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სააღდგომო დღეებში სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შესახებ, რაც კოვიდ-19 ინფექციასთან არის დაკავშირებული. მისი აზრით, ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება ბევრ ადამიანს დაიცავს ინფექციისგან.

ამასთან, კორონავირუსი 26 სასულიერო პირს დაუდასტურდა კიევ-პეჩორის ლავრაშიც, - ამის შესახებ განცხადება კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.

„აი, რატომ ველოდები წლევანდელ აღდგომას აღელვებული. რამდენჯერმე შევხვდი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს და განვუცხადე, რომ მათ უნდა გააცნობიერონ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მორწმუნეების უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რომ კიევ-პეჩორის ლავრა მომლოცველებისთვის რამდენიმე დღის წინ დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი მონასტრის ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ პავლესაც დაუდგინეს, თუმცა ამას ეკლესია არ ადასტურებს.

ხანდაზმულები იზოლაციაში, შესაძლოა, წლის ბოლომდე დარჩნენ - ევროკომისიის პრეზიდენტი

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ იტალიის მონაცემებს გადააჭარბა

ნიუ-იორკში COVID-19-ით იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ