იაპონელმა მეცნიერებმა დისტანციურად მართვადი ქირურგიული რობოტი შექმნეს, რომელიც ქირურგს მანიპულატორების შეგრძნებებზე ინფორმაციას მიაწვდის.
ტოკიოს უნივერსიტეტის გამომგონებელთა თქმით, ახალ რობოტს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და მისი დახმარებით ოპერაციების სიზუსტე და ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, რობოტის მეშვეობით პაციენტის ორგანიზმის გამოსაკვლევ მონაკვეთში სიმსივნის არსებობის დადგენა შეიძლება.
რობოტის მანიპულატორები ტაქტილური სენსორებითაა აღჭურვილი, რომლებიც ობიექტთან შეხებისას მისი ფორმებისა და სიმკვრივის შესახებ ინფორმაციას იღებენ. ინფორმაცია წამში 10 000 სიხშირით ქირურგ-ოპერატორის თითებს გადაეცემა და ექიმს ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს პაციენტის ქსოვილებს თითებით ან ქირურგიული ინსტრუმენტით თავად ეხება.
პროფესორი კოხეი ონისი ამბობს, რომ მისი შექმნილი რობოტი განსაკუთრებით იმ პაციენტთა მკურნალობისას გამოდგება, რომლებსაც ინფექციური დაავადებები აქვთ და ქირურგს დაინფიცირების საფრთხეს უქმნიან.
მომზადებულია medportal.ru-ს მიხედვით.