ავტორი:

"დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთიც გამოუშვას, მოსწონს ეგეთი რაღაცეები" - პაატა იმნაძე ქართულ პირბადეებზე

"დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთიც გამოუშვას, მოსწონს ეგეთი რაღაცეები" - პაატა იმნაძე ქართულ პირბადეებზე

"დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთიც გამოუშვას, მოსწონს ეგეთი რაღაცეები" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ქართულ პირბადეებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. მესმის, დღევანდელი თაობა განებივრებულია ბაზარზე პირბადეების ნაირსახეობით. მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოში დეფიციტია პირბადეების. მე იაპონიის პრემიერი ვნახე და მინდა გითხრათ, ჩვენი პირბადის დიზაინი ბევრად უკეთესია, ამას აქვს ერთი მხრიდან ცხვირის ადგილი მონიშნული, ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო, მონიშნულია ცხვირის ადგილი და შეიძლება ითქვას, სხვებთან შედარებით, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია.

ეს არის ანა-ბანა პირბადის. სანამ იქნებოდა სხვა ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელსაც შავი ჭირის სამსახურს უწოდებდნენ და ვმუშაობდით არამარტო შავ ჭირზე, სხვა ვირუსებზეც.

სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის და დასკვნებს გასცემს, ეს რამდენად დამცავია, მისი ხელძღვანელი არის ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე. ეს ორი ადამიანია, რომელიც თავის დროზე საქართველოში ყვავილის ვირუსზე მუშაობდა და ვირუსზე მუშაობდნენ ასეთი პირბადეებით. ეს პირბადე იცავს წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად.

ჩვენ ექიმებს ვურჩევთ, იხმარონ რესპორატორი 95 ნომერი რომ ჰქვია, მხოლოდ იმ დროს, როდესაც ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას, ანუ სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი, დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება გამოიყენოს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ”, - განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ქართული წარმოების პირბადეები აფთიაქებში ორი დღეა გამოჩნდა. 12-შრიანი მრავალჯერადი პირბადე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არის შეთანხმებული და შემოწმება ლუგარის ლაბორატორიაში აქვს გავლილი, 50 თეთრი ღირს.

საქართველოში დამზადებული პირბადეების ვიზუალს სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. გარდა იმისა, რომ პროდუქციას ვიზუალი დაუწუნეს, მის ეფექტურობაშიც შეიტანეს ეჭვი.

საქართველოში კორონავირუსისგან 84 ადამიანი გამოჯანმრთელდა

"ზოგი სიფრთხილეს უფლის ღალატად აღიქვამს, რაც ასე არ არი" - ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

"ვაი, ამ ჩვენი სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს... პანდემიის დროს ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებით" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი