ავტორი:

"პირბადეები "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა... არ ვიცი, ეს უკმაყოფილება საიდან წამოვიდა" - გამყრელიძე და იმნაძე ქართულ პირბადეებზე

"პირბადეები "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა... არ ვიცი, ეს უკმაყოფილება საიდან წამოვიდა" - გამყრელიძე და იმნაძე ქართულ პირბადეებზე

მეორე დღეა, რაც სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები იყიდება. 12 შრიანი მრავალჯერადი პირბადეების შეძენას მომხმარებელი მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ავერსის", "ფარმადეპოს", "პეესპესა" და "ჯიპისის" აფთიაქებში შეძლებენ. აღნიშნული პროდუქციის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.

საქართველოში დამზადებულ პირბადეებს სოციალურ ქსელში საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. გარდა იმისა, რომ პროდუქციას ვიზუალს უწუნებენ, მის ეფექტურობაშიც შეაქვთ ეჭვი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პირბადეების შემადგენლობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არის შეთანხმებული და შემოწმება ლუგარის ლაბორატორიაში აქვს გავლილი.

პირბადეების ხარისხისა და მისი გამოყენების პირობებზე სასაუბროდ AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორსა და მის მოადგილეს დაუკავშირდა.

ამირან გამყრელიძემ გვითხრა, რომ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით დეტალები დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული. მისთვის აუხსნელია ის უკმაყოფილება, რაც ამ პროდუქციამ საზოგადოების ერთ ნაწილში გამოიწვია.

"ეს პირბადეები ჩვენგან არის შემოწმებული და ვამბობთ, რომ ეს არის მრავალჯერადი გამოყენების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების პირბადე. მისი გარეცხვა და დაუთოება შეიძლება, თუმცა თუ სამედიცინო მიზნით არის გამოყენებული, მაშინ ერთჯერადად უნდა გამოიყენო 2-3 საათის განმავლობაში და შემდეგ გადააგდო.

ბატონმა პაატამ თქვა, რომ "შავი ჭირის" დროს იყენებდნენ ასეთ პირბადეებს, ამ ადამიანზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში ამ საკითხში არ არის. ეს უკმაყოფილება საიდან და რატომ წამოვიდა, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ, არ ვიცი და არც მაგის დრო მაქვს, რომ ეს ვარკვიო" - განუცხადა AMBEBI.GE -ს ამირან გამყრელიძემ.

ჩვენ დავუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილესაც. პაატა იმნაძემ მოგვწერა, რომ ასეთი პირბადეები ადამიანს ვირუსისგან ძალიან კარგად იცავს.

"ასეთ პირბადეებს ვიყენებდით "შავი ჭირის" დროს. წლები საერთოდ არ არსებობდა ერჯერადი პირბადეები, ამერიკის სიდისის რეკომენდაციები წაიკითხონ" - განგვიმარტა პაატა იმნაძემ.

"ექიმი 8 საათი ვერ ჯდება, ამ დროს ატარებს ჯოჯოხეთურ პირობებში" - რა ნახა ირაკლი იმნაიშვილმა რეანიმაციაში, სადაც კორონავირუსიან უმძიმეს პაციენტებს მკურნალობენ

რა მდგომარეობაშია პაციენტი, რომელიც ინფექციურში 5 მარტიდან მკურნალობს და კორონავირუსზე დღემდე დადებითი პასუხი აქვს

როგორ შეუძლია ქართველ მეფუტკრეს გადაარჩინოს ევროპა