ავტორი:

79 ქართველი მოსწავლე აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა - ფოტოები აეროპორტიდან

79 ქართველი მოსწავლე აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა - ფოტოები აეროპორტიდან

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომელიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა.

მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, განთავსდნენ , თბილისსა და კახეთში არსებულ 2 სასტუმროში, სადაც ისინი 14 დღეს დაჰყოფენ და ისე დაუბრუნდებიან ოჯახებს. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.

რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

საქართველოში 24 გრადუსამდე დათბება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ერთი-ორი თვე სახლში ჩაკეტვა საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკას" - რა შეცვალა თვითიზოლაციამ ნათია ფანჯიკიძის ცხოვრებაში

უახლესი ინფორმაცია Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე თბილისისა და რეგიონების მთავარი კლინიკებიდან