ავტორი:

"დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით" - ლევან რატიანი

"დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით" - ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკიდან შესაძლოა, 35 კვირის ორსული გაეწეროს. მისივე თქმით, დღეს ჯამში 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან.

"იცით, რომ ჩვენს კლინიკაში 2 ორსულია. მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე, როგორც ქალბატონების, ისე ნაყოფების, სტაბილურია. ერთ ქალბატონთან გუშინ გავიდა 14 დღე და მოვიდა უარყოფითი პასუხი. დღეს განმეორებით გაიგზავნება ანალიზი და თუ დღის ბოლომდე მოვიდა უარყოფითი პასუხი, ქალბატონი გაეწერება ბინაზე. დღეს ველოდებით უკვე 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას.

ამასთანავე, იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არცერთ მათგანთან კოვიდისთვის დაახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება.

დანარჩენი პაციენტები მოთავსებულები არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი. იცით, რომ აქედან 37 პაციენტთან დადასტურებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონიის სურათი. გრძელდება მკურნალობა და მოიტორინგი,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

მან 42 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პაციენტის შემთხვევაში კრიტიკული მომენტი გადალახულია.

კორონავირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ აგრესიულობის გარეშე - რა პროგნოზს აკეთებს ლევან რატიანი

COVID-19-სგან ფეხმძიმე პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი უახლესი მონაცემებით

რა ვითარებაა ქობულეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა