ავტორი:

რა ვითარებაა ქობულეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა

რა ვითარებაა ქობულეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა

ქობულეთის სოფლებში - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავრუკა მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, როდესაც ისინი პროდუქტის, მედიკამენტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას საჭიროებენ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ექნებათ უფლება განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი

„დღეისათვის უკვე არის 252 შემთხვევა და ამასთან რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთხვევებში ფართო წრე იყო კონტაქტებისა და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები წესდება. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობით დადგენილია, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა.

ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და ასევე თავდაცვის ძალები. მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტის შეძენას, მედიკამენტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას.

მათ ექნებათ უფლება განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი. მუნიციპალიტეტთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი და ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენებმა და მედიკოსებმა მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი დაიწყეს.

„ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ასევე გეტყვით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე მედიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ადგილზე დაიწყეს პროაქტიული თერმოსკრინინგი, რის შედეგადაც შემოწმდება აბსოლუტურად ყველა მოსახლე ამ ადმინისტრაციული ერთეულების. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იზრუნებენ, რომ ამ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა როგორც საკვებით მომარაგებაში, ასევე, იმ მედიკამენტების უზრუნველყოფაში, რომელიც ადგილზე იქნება საჭირო.

შეზღუდვები და მკაცრი ზომები ტარდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავუმკლავდეთ კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელებას, მაგრამ არც ერთი შეზღუდვა და არც ერთი რეგულაცია ვერ იქნება ეფექტური, თუ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ გაითვალისწინა.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავრჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ და ამით დავიცვათ საქართველოს თითოეული მოქალაქე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ იმედისმომცემია, რადგან კონტროლირებადია - მარინა ეზუგბაია

სააღდგომო ლიტურგიის თაობაზე ჩვენი გადაწყვეტილება დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი - მეუფე ნიკოლოზი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 252-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 63 ადამიანი