ავტორი:

დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი გაიხსნება

დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი გაიხსნება

ზუგდიდის ბაზრის ნაწილი დღეიდან, 12 აპრილიდან გაიხსნება. ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბაზრის მთელ ტერიტორიაზე დეზინფექცია ჩატარდა. ამასთანავე, ქალაქის მერმა განმარტა, რომ პროდუქტის რეალიზებაში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად დაცულები იქნებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, კვირის დასაწყისში, ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი დაიხურა იქ არსებული ცუდი ჰიგიენური ნორმების და რეკომენდაციების დაუცველობის გამო. შესაბამისად, ერთი კვირის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტო, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან და ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართული, რათა მოწესრიგებულიყო ბაზარში არსებული სიტუაცია.

დღეის მდგომარეობით ძირითადი რეკომენდაციები, რაც იქნა გაცემული ბაზრის ადმინისტრაციისთვის, შესრულებულია და ცენტრალური სუპერმარკეტის ნაწილი ფუნქციონირებას განაახლებს. საუბარია მთავარ შენობაზე და იმ ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზება. აღნიშნული ტერიტორია დამუშავდა სპეციალური ხსნარით, ასევე სისტემატურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, დამონტაჟდა სხვადასხვა, დეზინფექციისთვის საჭირო საშუალებები, მოეწყო დეზობარიერები. პერსონალი, ვინც უშუალოდ პროდუქტის რეალიზებაშია ჩართული, იქნება მაქსიმალურად დაცული. მოქალაქეები ბაზრის ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით შევლენ. ბაზარში შევა მხოლოდ ის რაოდენობა მომხმარებლების, რა რაოდენობითაც შესაძლებელი იქნება დისტანცირების დაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება. სხვა მომხმარებლებს მოცდა ბაზრის მიღმა შეეძლებათ, რა თქმა უნდა, იქაც შესაბამისი დისტანციის დაცვით.

ბაზრის ფუნქციონირება მკაცრად გაკონტროლდება ჩვენი ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ისევ გავატაროთ მკაცრი ზომები და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რაც ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი

რესპუბლიკურში Covid-19-ით ინფიცირებულ 3 პაციენტს პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საყურადღებო

"წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა" - როდის ჩამოიტანენ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში