ავტორი:

საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს.

"ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე.

ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ხვალიდან, 15 აპრილის 21:00 საათიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა შესვლა და გამოსვლა, აიკრძალება 10 დღით.

შეგახსენებთ, ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით 21 მარტს ამოქმედდა, რასაც 31 მარტის დილის 08:00 საათიდან დაემატა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის ამოქმედება.

მიხეილ სააკაშვილის და გიული ალასანიას სააღდგომო ფოტო იზოლაციიდან

"სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა კიდევ უფრო ძლიერია რწმენა" - პრემიერი

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი მარგველაშვლი