ავტორი:

პირველად, Fuckup Nights ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება

პირველად, Fuckup Nights ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება

თბილისის სტარტაპ-ბიურო ღონისძიების ჩატარების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

პირველი ღონისძიება Impact Hub Tbilisi-სა და თბილისის სტარტაპ-ბიუროს ორგანიზებით 23 აპრილს 20:00 საათზე გაიმართება. ონლაინ შეხვედრების სერია გაიხსნება Fuckup Nights Tbilisi-ს მე-20 საიუბილეო ღონისძიებით, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. ამისთვის მხოლოდ Facebook event-ზე რეგისტრაციაა საჭირო.

თბილისის სტარტაპ-ბიუროს თანადამფუძნებლის გური ქოიავას განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა ღონისძიებებიც სრულად გადავა ონლაინ რეჟიმზე.

"ღონისძიება ონლაინ რეჟიმში პირველად იმართება და მისი პოპულარობიდან გამომდინარე ველოდებით დაახლოებით, 300-400 მაყურებელს. ჩვენს ყველა ღონისძიებას გავაგრძელებთ ონლაინ რეჟიმში, რაც აქამდე გაგვიკეთებია" - აღნიშნა გური ქოიავამ.

Fuckup Nights Tbilisi-ს მე-20 საიუბილეო ღონისძიებაზე თავიანთ წარუმატებლობის ისტორიებზე ისაუბრებენ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და Influencer.ge-ის დამფუძნებელი ვლადი გაბუნია. მათ გარდა, მარცხის ამბებს მსმენელებს ორი უცხოელი სტუმარიც გაუზიარებს, რომელთა ვინაობაც მალე გახდება ცნობილი.

რა არის Fuckup Nights?

თუ ჯერ კიდევ არ იცით ამ მსოფლიოში პოპულარული ღონისძიების შესახებ, მაშინ ეს ონლაინ სესია სწორედ თქვენთვისაა.

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 321 ქალაქში, მათ შორის თბილისშიც მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, ორმ თბილისის სტარტაპ ბიურო და Impact Hub Tbilisi Fuckup Nights-ს უკვე ზუსტად 2 წელია ორგანიზებას უწევენ.

Fuckup Nights vol. 20-ის მხარდამჭერები არიან onoff.ge-, Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Sector 3, Endowment Prodemos, GITA-, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures Wolt და ლუდი ქარვა • Karva.

მეგან მარკლი და ჰარი გაჭირვებულებს საკვებს ურიგებენ - წყვილის პირველი ფოტოები აშშ-დან

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუღიმებს ფორტუნა მაისში - მომდევნო თვის შემოსავლების ასტროლოგიური პროგნოზი