ავტორი:

მეგან მარკლი და ჰარი გაჭირვებულებს საკვებს ურიგებენ - წყვილის პირველი ფოტოები აშშ-დან

მეგან მარკლი და ჰარი გაჭირვებულებს საკვებს ურიგებენ - წყვილის პირველი ფოტოები აშშ-დან

სასექსის ყოფილი ჰერცოგი და ჰერცოგინია, ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, ჯერ კანადაში, ხოლო შემდეგ აშშ-ში, ლოს ანჯელესში გადავიდნენ საცხოვრებლად.

როგორც აქამდე სხვადასხვა წყაროები წერდნენ, ჰარი და მეგანი იზოლაციაში იყვნენ. ახლა კი, ბრიტანული გამოცემა Daily Mail წყვილის ექსკლუზიურ ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ, მათი პირველი ფოტოებია. გამოცემის ცნობით, ჰარი და მეგანი მოხალისეებად მუშაობენ და გეგმავენ, რომ პანდემიის განმავლობაში ასეთი საქმიანობით ხშირად დაკავდნენ.

ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ არიგებენ ჰარი და მეგანი საკვებ პროდუქტებს. მათ საკვები გაჭირვებულებს და კრიტიკული დაავადებების მქონე პაციენტებს დაურიგეს, რომლებსაც გარეთ გამოსვლა არ შეუძლიათ, რადგანაც COVID-19-ის პანდემიის დროს ინფიცირების განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა, ამ საქმიანობაში ჰარი და მეგანი გასამრჯელოს არ იღებენ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/_pmcyXTqAeQ" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

აღსანიშნავია, რომ წყვილმა უარი თქვა სამეფო ოჯახის დაფინანსებაზე და ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, მათ დაცვაც არ ემსახურებათ.

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია

"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე