ავტორი:

"მეუღლისა და შვილის სურათებთან მაქვს დიალოგი... თეფშების რეცხვასაც შევეჩვიე" - გელა ჩარკვიანი თვითიზოლაციასა და საბჭოთა ეპიდემიაზე

"მეუღლისა და შვილის სურათებთან მაქვს დიალოგი... თეფშების რეცხვასაც შევეჩვიე" - გელა ჩარკვიანი თვითიზოლაციასა და საბჭოთა ეპიდემიაზე

ნანა უკვე 17 წლის ხდება, თავისი დღის წესრიგი აქვს. სამეგობრო ჰყავს. რა თქმა უნდა, 81 წლის ბაბუა უყვარს, მოდის, მეხმარება... ახლა უკვე საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ნანა ჩემი ე.წ. ციფრული კონსულტანტია, ხელფასიც აქვს დანიშნული, თვეში 20 ლარი - ევალება გაასწოროს ჩემი კომპიუტერული უვიცობის გამო დაშვებული შეცდომები და ჩაატაროს ოპერაციები...ყველაფერი წარმომედგინა, მაგრამ თუ ჭირიანობის დროს ცხოვრება მომიხდებოდა, ეგ არა", - ხუმრობს მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი. როგორ გადის ბატონი გელა იზოლაციას, ამის შესახებ მან "კვირის პალიტრას" უამბო:

- მეტ-ნაკლებად შეჩვეული ვარ იზოლაციას, იმიტომ, რომ მარტო ვცხოვრობ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. შინ მეუღლისა და შვილის ბევრი სურათი მიკიდია და მათთან მაქვს დიალოგი, ჩემს თავსაც ველაპარაკები. ასეთია ჩემი მარტოობაც და იზოლაციაც... აქამდე მოდიოდა დამხმარე ქალი და ის აკეთებდა ყველაფერს. ჩემთან მოსასვლელად ტრანსპორტი სჭირდებოდა და ახლა მოვილაპარაკეთ, რომ ერთხანს აღარ ივლის. მართალია, არა ვარ შეჩვეული დალაგებასა და წმენდას, მაგრამ ამქვეყნად ბევრი რამ ვისწავლე და ეს როგორ გამიჭირდებოდა.

- სამზარეულოში ფუსფუსიც შეისწავლეთ?

- ეგ საქმე მეტ-ნაკლებად ვიცოდი, რაღაც კერძებს ვიგონებდი. ფაქტობრივად, ყოველდღე სტანდარტული მენიუ მაქვს - დილით ფაფა და ა.შ. რაც არ ვიცოდი, თეფშების დარეცხვაა, თუმცა მაგასაც შევეჩვიე... ყველაფერი წარმომედგინა, მაგრამ თუ ჭირიანობის დროს ცხოვრება მომიხდებოდა, ეგ არა.

- კომუნისტების დროსაც ხომ იყო ეპიდემია?

- 1970 წლის აგვისტოში ქოლერა გავრცელდა, თუმცა მე ამ დროს ამერიკაში, მიჩიგანის უნივერსიტეტში ვიყავი. საშინელი შიში ვჭამე. აშშ-ის ტელევიზიამ გამოაცხადა, სსრკ-ის სამხრეთ ნაწილში ქოლერა მძვინვარებსო. სამხრეთ ნაწილში ხომ საქართველოც შედიოდა. ცოლ-შვილი აქ მყავდა, ავნერვიულდი...

- ალბათ, მაშინვე შინ დარეკეთ.

- ჯერ ერთი, დარეკვა ძალიან ძვირი იყო და მეორე, ნანა ვერ მეტყოდა სიმართლეს, არ მანერვიულებდა, და თან ყველა საუბარი ისმინებოდა, სახელმწიფო კი ასეთ რაღაცებს მალავდა და მასაც შეეშინდებოდა სიმართლის თქმის. ამიტომ გავიქეცი ბიბლიოთკაში და ვიპოვე საქართველოში გამოცემული გაზეთი "ზარია ვოსტოკა". რა თქმა უნდა, გაზეთშიც არაფერი ეწერებოდა ქოლერაზე, მხოლოდ ის ეწერა ერთადერთ სტატიაში, ხელები ხშირად დაიბანეთო...წაიკითხეთ სრულად

"უფალი განსჯის" - პაატა იმნაძის პასუხი მეუფე იაკობის კომენტარზე

"მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამის თქმა... არ წახვიდეთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლებში" - ამირან გამყრელიძე

"მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას - მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი" - მეუფე იაკობი