ავტორი:

რა ვითარებაა თბილისის შემოსასვლელთან დედაქალაქის დაკეტვამდე რამდენიმე საათით ადრე (ფოტო)

რა ვითარებაა თბილისის შემოსასვლელთან დედაქალაქის დაკეტვამდე რამდენიმე საათით ადრე (ფოტო)

რამდენიმე საათში საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა და გამოსვლა აიკრძალება. მას შემდეგ რაც მთავრობის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, როგორც გუშინ საღამოს, ასევე დღეს დედაქალაქის შემოსასვლელში მოძრაობა შეფერხებული იყო.

იმ ადგილას, სადაც სპეციალური საგუშაგოა მოწყობილი, შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ამ წუთამდე მობილიზებულები არიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თბილისის შემოსასვლელში მოძრაობა უბრალოდ შენებული იყო, რადგან დედაქალაქისკენ მომავალი ადამიანებისა და მანქანების შემოწმება ხდებოდა.

ამ დროისთვის თბილისის შემოსასვლელთან საცობები აღარ ფიქსირდება. ადგილზე სიტუაციას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკნტროლებენ.

"უფალი განსჯის" - პაატა იმნაძის პასუხი მეუფე იაკობის კომენტარზე

"მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამის თქმა... არ წახვიდეთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლებში" - ამირან გამყრელიძე

"მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას - მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი" - მეუფე იაკობი