ავტორი:

"ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ" - რატიანი

"ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ" - რატიანი

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას სახლში დარჩენისა და დისტანციის შენარჩუნებისკენ.

მისი თქმით, თუ "გადარჩენა გვინდა, ერთმანეთს უნდა დავცილდეთ".

"ვთხოვ ყველას, ეს იქნება ერი თუ ბერი, რომ დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია. არ მინდოდა ასე თქმა, მაგრამ მყავს სამი შვილი და თვენახევარია ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახია. განა არ მენატრება, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ.

ალბათ ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. თვითონ გამოძვრნენ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ვენტილაციას. ამ ხრჩობის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვისაც და ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენ დავიხოცოთ" - აღნიშნა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 336 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ეს 30 ახალი პაციენტით ზრდაა. კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494 პირი.

ინფორმაციისთვის, 336 ადამიანიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"ძალიან ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს" - ლევან რატიანის პასუხი კრიტიკოსებს

აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება მოქალაქეებს სემეკის ვებგვერდზე  შეუძლიათ

"ქმარი მოთამაშეა... ონლაინ გაკვეთილის დროს, გაღიზიანებულმა მოსწავლეების თვალწინ მაგინა" - ოჯახური ძალადობა იზოლაციის დროს